x
ყველაზე მდიდარი და ყველაზე "უსიამოვნო" ძაღლი

imageცივი შხაპივით უსიამოვნო აღმოჩნდა მილიარდერი ქალბატონის 87 წლის ლეონა ჰემსლეის ანდერძი მისი ოჯახის წევრებისთვის, რომლის პირად ანგარიშზე 5 მილიარდი, ჰემსლეის სასტუმროს ქსელი და "The Empire State Building" იყო.ამ ქალბატონმა ქონების უდიდესი ნაწილი ძაღლთა დაცვის ორგანიზაციას გადასცა, 12 მილიონი დოლარი კი თავის საყვარელ ძაღლს, სახელად "Trouble" (უსიამოვნება!) უანდერძა.იგი მართლაც დიდ უსიამოვნებად იქცა გარდაცვლილის ნათესავებისთვის.ორი შვილის დედამ, ოთხი შვილიშვილის ბებიამ და თორმეტი შვილთაშვილის დიდმა ბებიამ 12 მილიონი ძაღლს დაუტივა და ოჯახის წევრებისთვის ერთი დოლარიც არ გაიმეტა.ორფეხა მეგობრების გარდა, ანდერძში მოხსენებული იყო ჰემსლეის ძმა, ელვინ როზენტელი, რომელსაც ძაღლისთვის მოვლა-პატრონობაც უნდა გაეწია და ისეთი ფონდიც დაეარსებინა, რომელიც ძაღლის სურვილებს აასრულებდა.ფონდსვე ევალებოდა ძაღლის მილიონების განკარგვა.თანხის არამიზნობრივი ხარჯვა გარდაცვლილის ძმასაც ეკრძალებოდა. "ამ თავხედურ და გაუგონარ წინადადებაზე"განსვენებულის ძმამ უარი თქვა.მოხუცი როზენტელი ისე აღშფოთებულა, რომ ლამის დის კვალს მოჰყოლია.ანდერძის თანახმად ხომ არც მას ერგო რაიმე, თუ არ ჩავთვლით მდიდარი ძაღლის ღარიბი მომვლელის სტატუსს.მოგვიანებით, "Trouble" -ის მოვლის სურვილი ძაღლებზე უზომოდ შეყვარებულმა ჯონ კოდმა იკისრა.ფონდის დაარსებას აპირებდა, როცა ლეონა ჰომსლეის შვილიშვილები ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელით გამოჩნდნენ.ისინი იმ 12 მილიონს ითხოვდნენ, რომელიც მათმა "ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა" ბებიამ ძაღლს უანდერძა.ხანგრღლივი დავის შემდეგ, ოთხი შვილიშვილიდან ორმა ხუთ-ხუთი მილიონი მიიღო.განაწყენებული ნათესავების საჩივრებს ლეონას პირადი მოსამსახურის საჩივარიც დაემატა.მოსამსახურე გამდიდრებული ძაღლისგან ფინანსურ ანაზრაურებას ითხოვდა, ნაკბენის გამო."Trouble" -ს ერთი უსიამოვნება არ აკმარეს.მდიდარ ფინიას გრინვიჩის რეზიდენციის დატოვება მუქარით სავსე ანონიმური წერილების გამო მოუწია.ძაღლი ლეონას პირადი თვითმფრინავით შტატების სამხრეთში გადააფრინეს.დღეს ძაღლის ადგილსამყოფელი, მისივე უსაფრთხოების მიზნით, მკაცრადაა გასაიდუმლოებული.პეროდულად, ძაღლის პირადი მდივანი იუწყება, რომ "Trouble" ფუფუნებაში ცხოვრობს-მის განკარგულებაშია 38 ოთახი, შეფ-მზარეული და ვერცხლის ლანგარზე დაწყობილი დელიკატესები."Trouble" -ის შენახვა, წელიწადში, 300 000 ევრო ჯდება, რაც საკმარისია იმისთვის რომ მან სიკვდილამდე უზრუნველად იცხოვროს.სიკვდილის შემდეგ კი "Trouble" პომპეზურად დაიკრძალება ჰემსლეის საგვარეულო სასაფლაოზე, პატრონის გვერდით.ასე რომ "Trouble" ისეთივე პატივით დაიკრძალება როგორი ცხოვრებაც ჰქონდა.image

2
239
1-ს მოსწონს
ავტორი:ირკა
ირკა
239
  
2012, 26 მაისი, 13:51
ფუფ მიმიქარავს ისეთი დედა და ბებია შვილს და შვილიშვილს რომ არაფერს დაუტოვებს და ძაღლს 12 მილიონს. ეგ კიდევ არაფერი მას ხომ 5 მილიარდი ჰქონდა! განა არ შეეძლო ნათესავებისთვის სასამართლოს გარეშე დაეტოვებინა ფული?! ეტყობა მართლაც შეიშალა სიკვდილამდე.......
0 1 2