x
image
natia.a
როგორ ირჩევენ ქალები ავტომობილებს და რომელია ყველაზე "ქალური" მოდელები

image

დასამალი არ არის, რომ მამაკაცთა, განსაკუთრებით ქართველ მამაკაცთა უმრავლესობა თვლის, უფრო სწორად დარწმუნებულია, რომ ქალი საჭესთან ეს უკვე კატასტროფაა. არადა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალბატონები ავტოავარიებში გაცილებით იშვიათად ხვდებიან, ვიდრე ძლიერი სქესის წარმომადგენლები. ასეა თუ ისე, ქალი საჭესთან დღეს უკვე სულ უფრო ხშირი ხდება და, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, არსებობს თუ არა მანქანის მოდელები, რომლებიც სპეციალურად ქალებისთვის არის განკუთვნილი?

როგორც ასეთი "ქალის ავტომობილი" ოფიციალურად არ არსებობს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ავტომობილებს, რომლებსაც ქალბატონები ირჩევენ, გააჩნიათ სამი ნიშანი. სწორედ ამ სამი ნიშნის წყალობით მოცემული მოდელები მშვენიერი სქესის ფავორიტები ხდება:

1. ავტომობილი უნდა იყოს ვიზუალურად ლამაზი. სასურველია ჰქონდეს ორიგინალური ფორმა, რაც სხვა ავტომობილებისგან განასხვავებს.

2. ავტომობილის ზომა უნდა იყოს ან პატარა (მფლობელის ზომასთან ჰარმონიაში) ან ძალიან დიდი (მფლობელის ზომასთან კონტრასტული).

3. ავტომობილის ფერი უნდა იყოს ნათელი და მომხიბვლელი.

ზოგადად ეს არის ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ქალები მანქანას ირჩევენ, დანარჩენი კი, ცხადია დამოკიდებულია ავტომობილის ღირებულებასა და მძღოლის პირად საჭიროებებზე.

ქვემოთ შემოგთავაზებთ ქალისათვის საუკეთესო 12 ავტომობილს.

1. Daewoo Matiz. მწარმოებელი ქვეყანა – კორეა. მსუბუქი, იაფი მანქანა, რომელიც ცოტა ადგილს იკავებს. ზოგიერთ მოდელებს გააჩნია კონდიციონერი და სიჩქარის ავტომატური გადაცემათა კოლოფი.
image

2. Nissan Micra. მწარმოებელი ქვეყანა – იაპონია. მომხიბვლელი და საინტერესო დიზაინი - ფართო საქარე მინა, ბევრი "წვრილმანი", რომელიც ქალს დააინტერესებს: სარკეები, ჯიბეები, ორგანაიზერი, უკანა სავარძლების მოძრაობის შესაძლებლობა. ზოგიერთ მოდელებს ბორტკომპიუტერიც აქვს.
image

3. Audi A1. მწარმოებელი ქვეყანა – გერმანია. სტილური დიზაინი, შესანიშნავი ხარისხი, მოსახერხებელი. ეს სპორტული ავტომობილი მოდური ქალბატონებისთვისაა, რომლებსაც სისწრაფე უყვართ. ამიტომაც სავარძლებს გვერდითი მხარდაჭერა აქვთ.
image

4. Peugeot 207. მწარმოებელი ქვეყანა – საფრანგეთი. სტილური დიზაინი, მშვენიერი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი. ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ამ ავტომობილს ფრანგული შარმი ახასიათებს.
image

5. Toyota Yaris. მწარმოებელი ქვეყანა – იაპონია. უსაფრთხო ავტომობილი, მშვენიერი რეპუტაციით, კომპაქტური და ლამაზი. ამ ავტოზე არც მამაკაცები ამბობენ უარს.
image

6. Citroen С3. მწარმოებელი ქვეყანა – საფრანგეთი. არასტანდარტული დიზაინი – ექსტრავაგანტული, მაგრამ ძალიან ელეგანტური.
image

7. Honda Jazz. მწარმოებელი ქვეყანა – იაპონია. სიმპატიური, საკმაოდ ეკონომიურ ავტომობილი.
image

8. Volkswagen Beetle. მწარმოებელი ქვეყანა – გერმანია. საიმიჯო ავტომობილი ინდივიდუალური დიზაინით. ხშირად ზედმეტსახელად "ხოჭოს" უწოდებენ.
image

9. Suzuki Escudo. მწარმოებელი ქვეყანა – იაპონია. მცირე ზომის სამკარიანი ან ხუთკარიანი ჯიპი, რომელსაც სხვადასხვა წინაღობის გადალახვა შეუძლია. უფრო ხშირად ამგვარ ავტომობილს ირჩევენ ახალგაზრდა დედები, რადგან სალონში კარგად თავსდება როგორც საბავშვო სავარძელი, ასევე პატარასთვის უამრავი სხვა რამ.
image

10. Toyota RAV4. მწარმოებელი ქვეყანა – იაპონია. მცირე ზომის სამკარიანი ან ხუთკარიანი ჯიპი, შესანიშნავი ხარისხი და უამრავი დადებითი კომენტარი. ამ ავტომობილის ერთადერთი მინუსი მაღალი ფასია.
image

11. Suzuki Jimny (Samurai). მწარმოებელი ქვეყანა – იაპონია. ავტომობილს ძალიან საინტერესო და ერთგვარად "კეთილი" გარეგნობა აქვს მრგვალი ფარების წყალობით. როგორც სოლიდურ ჯოპს, ფასი მასაც მაღალი აქვს.
image

12. Toyota Sera. მწარმოებელი ქვეყანა – იაპონია. სტილური და ელეგანტური, ნამდვილად ქალური მანქანა-აკვარიუმი მდიდრული სალონით. მომხიბვლელი და უჩვეულო დიზაინის წყალობით მისი მძღოლი ქალბატონი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება. ამ მზეთუნახავის ღირებულება საკმაოდ მარალია - ეს მოცემული ავტომობილის ალბათ ერთადერთი მინუსია.

image






1
870
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
870
  
2015, 28 სექტემბერი, 11:26
გავაზიარე
0 1 1