საქართველო რამდენი თეთრით დაიკლებს დენის ტარიფი და გაიაფდება თუ არა ბუნებრივი აირი და საწვავიც? 2015, 28 სექტემბერი, 12:35 ![]() ![]() ![]() სწორედ 2012 წელს, საქართველოს მთავრობის შეცვლას მოჰყვა კალაძის პროფესიის ცვლილებაც და დღეს ის კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი და საქართველოს ენრგეტიკის მინისტრია. იტალიელი ჟურნალისტების თქმით „მილანის“ დაცვის ბურჯი და ქართული ფეხბურთის ისტორიული ფიგურა დღეს აქტიურადაა ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებში. საათებს ითვლის ის უახლესი ამბავი, რომელიც მის მიერ მიცემული ინტერვიუს საშუალებით გავრცელდა, რომ რამოდენიმე დღეში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებას ამცნობს. ”ენერგეტიკის მინისტრად ჩემი დანიშვნის პირველივე დღიდან, აქტიურად ჩავერთე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებულ სამუშაოში, რადგან ეს არის თემა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს. ფაქტობრივად, პროცესი უკვე დასრულებულია, დეტალებს ჯერ არ დავაკონკრეტებ, მაგრამ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში, ბრიფინგს ჩავატარებთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაიგებს, რამდენით შემცირდება ელექტროენერგიის ტარიფი. უკვე დავასრულეთ მოლაპარაკება "ინტერ რაოსთან", მაგრამ ახლა დეტალებს ვაზუსტებთ. კონკრეტულ ციფრებზე, თუ რამდენი თეთრით შემცირდება დენის ტარიფი, ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ დეტალურ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ მოგაწვდით, როდესაც მემორანდუმსა და კონტრაქტებს ხელს მოვაწერთ. ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და ჩვენს ინტერესებში შედის, ამიტომ დენის შემდეგ გაზი და საწვავი აუცილებლად გაიაფდება” - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. 1066 14-ს მოსწონს |
ახლა იყო ტელევიზიით, კალაძემ უარყო ეს ინფორმაცია სამწუხაროდ. :(