კერძები ბოსტნეულისაგან ბადრიჯნის კოტლეტი ტკბილი წიწაკის გულსართით 2015, 28 სექტემბერი, 9:36 ინგრედიენტები: ბადრიჯანი - 2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ც. ნიორი - 1 კბილი მწარე წიწაკა - 1 ც. ზეითუნის ზეთი - 1 ს. კ. ბეგქონდარა - 1 ჩ. კ. კვერცხი - 1 ც. მარილი, პილპილი - გემოვნებით საფანელი - 4-5 ს. კ. საფანელი - ამოსავლებად ზეთი - შესაწვავად მომზადება: 1. 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, შეწვით ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა. 2. ღუმელიდან გამოღებისთანავე, მოათავსეთ პარკში 10 წთ-ით. 3. დაჭერით ყველა ინგრედიენტი, ბადრიჯნის გარდა > დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. 4. ბადრიჯანს მოაცილეთ კანი და რბილი ნაწილი დააბლენდერეთ > დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი, საფანელი და კარგად აურიეთ. 5. გაყავით ფარში 8-10 ნაწილად > თითოეული გააბრტყელეთ ხელის გულზე > შუაში მოათავსეთ გულსართი და გადაახვიეთ > მიეცით ოვალური ფორმა. 6. ამოავლეთ საფანელში > შეწვით ზეთში 3-4 წუთის მანძილზე, თითოეული გვერდიდან. 355 5-ს მოსწონს
|