Peugeot -მა და მისმა სპორტულმა გუნდმა გადაწყვიტა არ დაელოდოს ფრანკფურტის ავტოსალონზე დაგეგმილ დებიუტს და გაასაჯაროვა საბრძოლო ჰეჩბეკი 308. ეს არის 308 -ის სარბოლო ვერსია სახელად Racing Cup. 308 GTi -იმ მიიღო გაუმჯობესებული 1, 6 ლიტრი მოცულობის ტურბო ძრავა, რომელიც მოქმედებაში მოყავს ექვსაფეხურიან გადაცემათა კოლოფს. ავტომობილმა მიიღო უფრო უხეში გარეგნობა, 18 დიუმიანი ბორბლები და უმაგრესი ფრთა. ავტომობილი იწონის სულ რაღაც 1050 კგ -ს. მისი ფრაკფურტის ავტოსალონში ჩვენების ერთი თვის შემდეგ იგი თავის შესაძლებლობებს პოლ რიკარის ტრეკზე გვანახებს. მანამდე კი შეაფასეთ ავტომობილი ფოტოებით: