მარიამ კვარაცხელია საზოგადოებამ რამდენიმე უწყინარი ფოტოს წყალობით გაიცნო, რომელიც მამამისმა, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ფოტოები ზედმეტად თამამი იყო. სკანდალიც აგორდა.
მამა პეტრე მიიჩნევს, რომ ქალიშვილი არ უნდა შეზღუდოს და როგორც პიროვნებამ, მარიამმა თავად უნდა აირჩიოს როგორც პროფესია, ასევე ცხოვრებისეული გზა.
"მე, მამა პეტრე, ღვთისმსახური ვთვლი, რომ ყოველვის მქონდა არჩევანის თავისუფლება და გავხდი მღვდელი... არ მაქვს უფლება ჩემი შვილი შევზღუდო არჩევანში და ხელი შევუშალო მის გადაწყვეტილებებს, თუ ის ნორმას არ გაცდება... უფლის წინაშე ყველა ინდივიდუალურად ვაგებთ პასუხს. მე ჩემი მომეკითხება, მაგრამ ჩემს შვილს ჩემი არა, საკუთარი მოეთხოვება... მთავარი კი საკუთარი ცხოვრების ქონაა... ნუ გადავლახავთ ერთმანეთის საზღვრებს... გახსოვდეთ, ყველას თავისი უფლებები გააჩნია..."-წერდა მამა პეტრე სოციალურ ქსელში.
მარიამი გადაცემა "პროფილის" რეკლამაში გადაიღეს. გოგონამ დაკისრებულ დავალებას თავი შესანიშნავად გაართვა. მეტიც, მარიამი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. "ეს არის ამბავი ძალადობისა, ფსიქოლოგიური ზეწოლისა, ტერორის და აგრესიისა. ძალადობა მარტო ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ გამოხატავს, მარიამისთვის ქვა და არმატურა არავის ჩაურტყამს, მაგრამ ნაკლებიც არ უქნიათ... არასტაბილური ფსიქიკის შემთხვევაში, მსხვერპლი აუცილებლად თავს მოიკლავდა. მარიამმა კი ჩემი დახმარებით თუ მისი სიძლიერით გადააგორა ზიზღი, მაგრამ სხვა რომ იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, ერთად ვთქვათ უარი ბოროტებაზე და ვიბრძოლოთ სიძულვილის წინააღმდეგ... თვითმკვლელი მარტო არ არის დამნაშავე, დამნაშავეა ყველა, ვინც ადამიანი სუიციდის ცოდვამდე მიიყვანა... ასეთები კი მრავლად არიან საზოგადოების ყველა ფენაში, ყველა სფეროში და სარწმუნოების სახელით ინიღბებიან... დროა მოქმედების, რადგან დუმილი დანაშაულია... პრომოში კი მარიამი შეუდარებელია..."-წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.