x
image
K.P.
ნინი ონიანი თამუნა მუსერიძის ბრალდებებს უპასუხოდ არ ტოვებს: "იქნებ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას შეეშვათ"

image
სულ რამდენიმე თვის წინ გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას ვარსკვლავური ოჯახი დაინგრა. მომხდარმა დიდი სკანდალი ად ბევრი ჭორი გამოიწვია. წყვილი დაშორების მიზეზებზე დღემდე არ საუბრობს. მარი ბაბეტა ამტკიცებდა, რომ გიორგი ვარდოსანიძის ოჯახი სწორედ მის გამო დაინგრა. მასთან მიმოწერა მქონდა და საკუთარ სახლშიც მპატიჟებდაო. თავად გიორგი ამ ყველაფერს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მარისთან არანაირი მიმოწერა არ ჰქონია.

მოგვიანებით გიორგი ნინი ონიანთან დააწყვილეს. გოგონას მკიცებით, ისინი მხოლოდ კარგი მეგობრები არიან. ნინის ერთ-ერთ ინტერვიუს, რმელშიც ის ამტკიცებს, რომ სალომე და გიორგი მას არ დაუშორებია თამუნა მუსერიძე ეხმაურება:

"აი მართლა მაინტერესებს, ვარდოსანიძის სახელით როდემდე უნდა იკეთონ პიარი დამწყებმა ზვეზდებმა". image

"გამოცდილი ზვეზდის" კომანტარს ნინი ონიანი გამოეხმაურა. "ჩემი აზრით ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი "გამოხმაურებით" პიარს ის ადამიანი იკეთებს ვისი პიროვნებაც საზოგადოებას ამ ეტაპზე ნაკლებად აინტერესებს და არა "დამწყები ზვეზდები". რით ვეღარ ამოწურეთ ეს თემა, ვიღაც ვიღაცეებმა განსაკუთრებით ... ეს თემა უკვე სასაცილოდაც არ მყოფნის .. იქნებ ყველას თავისი პირადი ცხოვრებისათვის მიგეხედათ, თუ რა თქმა უნდა გაგაჩნიათ და სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას შეეშვათ .... კეთილი სურვილებით ნინი"-წერს ონიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. ამ ცხელ კომენტარს თამუნა მუსერიძე ჯერ არ გამოხმაურებია. შეგახსენებთ, რომ თამუნა მუსერიძეს რომანი აქვს სანდრო მიკუჩაძესთან. წყვილმა ერთანეთი გადაღებების დროს გაიცნო. ისინი ერთად ცხოვრობენ, მაგრამ დაოჯახებას ჯერ არ აპირებენ.

image

0
588
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0