x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ვითხოვ დეპორტს ზეციდან

image ლარის გაუფასურების შემხედვარე ადამინას სიკვდილის
უფრო მეტად შეეშინდება, რადგან სანამ მიწა გშთანთქავს მანამდე ათასი საზრუნავია.
ფინანსები ადამიანს სიცოცხლეს უფრო შეგაყვარებს და სურვილს გაგიჩენს, რომ სულ იცოცხლო. რატომ? ჯერ გაციებული არ ხარ, რომ უნდა მოიტანონ ეგრედწოდებული
“ლედნიკი’’ (მაცივარი) ან მოიყვანო ბალზამისტი, შემდეგ მოდის სასახლე,
ეგრედწოდებული კუბო. მსგავსი სიამოვნება, ყველაფერი ერთად 600 ლარამდე პატიოსნად
ჯდება. საფასური გადაიცემა ნაღდი ფულით, ხელზე. პროცედურების ჩატარების შემდეგ,
იმდენად ბევრი წვრილმანი იჩენს თავს, უბრალოდ ეს ყველაფერი ერთი მთლიანი “მსხვილმანია’’.
ფიქრი ქელეხის სუფრაზე აი მაშინ იწყება, ადამიანი ბოლოჯერ რომ ამოისუნთქავს. მარხვაში ქელეხის გადახდა უფრო ძვირია, ვიდრე ხსნილში. საჭმელ-სასმელი
“ნიკოფსიიდან დარუბანდამდე’’ უნდა იყოს გადაჭიმული. ხალხის სალაპარაკოს რომ არ
გახდეს, საცოდავს როგორ უყვარდა “შილაფლავი’’ და ისე გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან ის
უბედური ქალი, შილაც კი არ აღირსესო. ესეთი “ტკბილი“ რეპლიკის მიღებაც შეიძლება “კეთისლისმსურველი’’ მეზობელისგან. რას ვიზამთ ეს ხომ საქართველოა. დეტალებს თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით რომ ერთი ჩვეულებრივი ქელეხის სუფრა მინიმუმ 4000 მაქსიმუმ კი 7000 ლარამდე ჯდება.

განვითარებასთან ერთად სასწაული სიახლეებია ყველა სფეროში, ინოვაციებს არ ჩამორჩება ეს ძირძველი სფეროც. ვერ იხდით ქელეხის ფულს? საშიშროვება არის რომ მიცვალებული მიწის ზემოთ დარჩეს? მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ ხანგრძლივი განვადებით. საოცრებაა.
მენიუ მრავალფეროვანი უნდა იყოს, ხორცი, თევზი, მხალეული და ბევრი მსგავსი საჭმელი დაუნანებლად უნდა იყოს სუფრაზე, მაინც რომ არ თქვან “იჟმოტაო’’. ზუსტი ფასები, ალბათ ძნელია გაიგოს ადამიანმა, რადგან თუ “ვაჭარმა’’ ფასი დაგიკლო კონკრეტუ პროდუქტზე, ეს ნამდვილი ბედნიერებაა, “სეილია’’ პირდაპირ. საიტყვაზე თუ უნდა გადაგეხადა 1000 ლარი იხდი 950 ლარს. შეღავათია აბა რაა...
როდესაც პროდუქტს თავს მოუყრი, უნდა იზრუნო დარბაზზე. ერთი ჩვეულებრივი დარბაზი უნდა აკმაყოფილებდეს მარტივ მოთხოვნას. არავითარი ანტისანიტარია!!!
ვირთხებს მეჯლისი არ უნდა ჰქონდეთ მოწყობილი. ესეთი ვარგისი დარბაზი 750 ლარიდან ზემოთ დოღის ცხენივით მირბის.
მოკლედ, იმდენად კოლოსალურ თანხებზე ადის მამა-პაპური ქელეხი, ჯობს მიქელ-გაბრიელს დეპორტი თხოვო და იქ წასული, მაღლა ცაში, უკან დაგაბრუნოს ადამინი. მაგრამ ეს უბრალოდ მარტივი ოცნებაა. რას ვიზამთ, ყველა გზა რომში არა, მაგრა
მიწაში ნამდვილად მიდის.

1
152
2-ს მოსწონს
ავტორი:ბელა ჭულუხაძე
ბელა ჭულუხაძე
152
  
2015, 25 სექტემბერი, 21:48
:*
0 1 1