x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
თინა ხიდაშელმა მედიის არასწორი ინტერპრეტაცია გამოასწორა

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ მედიამ მისი „ბი-ბი-სი“-თან ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა, რადგან მას არ უთქვამს, რომ შესაძლოა ხელისუფლებაში პრორუსული ძალები დიდი რაოდენობით მოვიდნენ.


image


გთავაზობთ თინა ხიდაშელის განცხადებას, მისივე facebook-გვერდიდან შეუცვლელად:


"მე ვთქვი, რომ შესაძლოა ეს ძალები მარგინალური რაოდენობით, ძალიან მცირე რაოდენობით მოვიდნენ, რადგან სანამ ჩემი თაობა ცოცხალია, სანამ ის თაობა ცოცხალია, რომელმაც ომი მხოლოდ ისტორიის წიგნით კი არ ისწავლა, არამედ თავის თავზე განიცადა რუსული ტყვიის სიმწარე, რუსეთი საქართველოში ვერ შემოტრიალდება! ეს არ მოხდება არასდროს, მაგრამ მარგინალური რაოდენობის წარმომადგენლობა ექნებათ პარლამენტში 2016 წლის არჩევნების შემდეგ პრორუსულ ძალებს და ესეც იმ შემთხვევაში, თუ მათ გაუჩნდათ სათქმელი-ევროპას და ნატოს თქვენთვის არ სცალიათ, ხალხო და ცდილობენ, რომ ეს სიტყვები გააღვივონ საზოგადოებაში, ამ ნოტაზე მომართონ მოსახლეობა. სწორედ ამ იმედგაცრუებული მოსახლეობის ხმები გამოიყენონ შემდეგ. ფაქტიურად სთავაზობენ რუსულ ტანკებს და ჩექმებს“-განაცხადა ხიდაშელმა.

0
176
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0