x
image
ნოდარი პეტრიაშვილი
მანქანების დიდებული ქურდობა

Grand Theft Auto (ქართ. მანქანების დიდებული ქურდობა) ან უბრალოდ GTA — ვიდეო თამაშების სერია. იდეა დევიდ ჯონსს ეკუთვნის და პროექტიც მისივე განხორციელებულია. სერიის გამოცემას სათავეში ჩაუდგნენ დენი და სემ ჰაუსერები. სერია შექმნილია შოტლანდიური კომპანია Rockstar North-ის მიერ და გამოცემულია Rockstar Games-ის მიერ. თამაში მოქმედებითი, სათავგადასავლო და რბოლის ჟანრების ნარევია.imageსერიის გამოცემა დაიწყო 1997 წელს, ხოლო დღესდღეობით გამოშვებულია ცხრა სრული თამაში. თამაშის მთავარი პერსონაჟების ხმები გახმოვანებული აქვთ ფილმის სამყაროს ისეთ ვეტერანებს, როგორებიც არიან მაიკლ მედსენი, ბარტ რეინოლდსი, დენის ჰოპერი, გერი ბიუზი, სამუელ ლ. ჯექსონი, კრის პენი, ჯეიმზ ვუდსი, ჯო პანტოლიანო, ფრენკ ვინსენტი, რობერტ ლოჯია, პიტერ ფონდა, კაილ მაკლახლენი და რეი ლიოტა. თამაშს სახელწოდება მიღებული აქვს grand theft auto-დან, რაც ინგლისურ ენაზე მანქანის ქურდობის ერთ-ერთი ტერმინია.

1
103
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
103
  
2016, 7 იანვარი, 14:04
dzalian magari tamashia magram shavs mainc tetri jobia
0 1 1