x
image
K.P.
"ირაკლი კოდუა ახლაც ძალიან მიყვარს"-ნანუკა ჟორჟოლიანის გულისამაჩუყებელი აღიარება, რატომ დაშორდა წყვილი?
image
მათი სიყვარული დაახლოებით ცხრა წელს ითვლის, ბევრი სირთულე გადალახეს, თუმცა ურთიერთობა მაინც დაინგრა. ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცვნეს, როდესაც ირაკლის ოჯახი ჰყავდა. ირაკლი დიდხანს ყოყმანობდა მიეტოვებინა თუ არა შვილები და მეუღლე, რამდენჯერმე მან ნანუკაც კი მიატოვა, რათა კიდევ ერთხელ ეცადა ძველი ურთიერთობების შენარჩუნება.

საბოლოოდ ირაკლიმ და ნანუკამ ერთობლივი ცხოვრებაც დაიწყეს და მათ ოჯახს ვაჟი, საბა კოდუა შეემატა. წყვილის კავშირი ოფიციალურად დაკანონებული არ გახლდათ, ქორწილის გადახდას კი ურთიერთობის დაწყებიდან 10 წლის თავზე გეგმავდნენ. "ჯერ კიდევ ვფიქრობ გავყვე თუ არა ირაკლი კოდუას ცოლად. ქორწილი აუცილებლად საქართველოში გვექნება. ჯერ არ ვიცი ჩავიცვამ თუ არა თეთრ კაბას, მაგრამ არ გამოვრიცხავ"-გვიამბობდა ნანუკა.

სამწუხაროდ წყვილი დაშორდა, რისimage
შესახებაც ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. "როგორც ცოლ-ქმარი, მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით"-გვიამბობს ნანუკა. ჟურნალისტი იმასაც ამტკიცებს, რომ ურთიერთობაში მესამე პირი არ ჩარეულა, ვიცი ამაზე ბევრს იჭორავებენ, მაგრამ დრო ყველაფერს გასცემს პასუხსო.

რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი?


"უბრალოდ მივხვდით, რომ აღარ გვაქვს ის პირადი, რაღაცნაირი ემოციური ურთიერთობები, თავგადასავალი. ყველა თავგადასავალი ოდესმე სრულდება. ჩვენი თავგადასავალი ასე დასრულდა"-განაცხადა ნანუკამ.

როგორც ირკვევა ურთიერთობა დასრულდა, მაგრამ წყვილს შორის გარკვეული გრძნობები ისევ არსებობს. შერიდგებიან თუ არა და განაგრძობენ ერთობლივ თანაცხოვრებას ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი უბრალოდ კარგ მეგობრებად დარჩნენ: "ირაკლი კოდუა ახლაც ძალიან მიყვარს და მასაც ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ეს სიყვარული სხვა სიყვარულში გადაიზარდა."image

1
1846
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1846
  
2015, 24 სექტემბერი, 22:44
თუ უყვარს და ირევა რაღას გაეყარა.
0 1 1