x
მაკკეინი - ვლადიმერ პუტინი ხულიგანია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხულიგანია. როგორც "ლიგა.ნეტ"-ი იტყობინება, ეს განცხადება ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ ბატონ პუტინს, როგორც ხულიგანს და ისეთ ადამიანს ვიცნობთ, რომელსაც სუსტების დაშინება უყვარს. ხშირად ვამბობდი, რომ რუსეთი


გაზგასამართი სადგურია, რომელსაც თავი ქვეყანა ჰგონია", - აღნიშნა მაკკეინმა.
ამერიკელი სენატორის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა ნავთობზეა დამოკიდებული, ამიტომ თუ ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაიწევს, პუტინს გარკვეულ სირთულეებთან მოუწევს გამკლავება. "ადრე თუ გვიან მის აგრესიას, ავანტურებს, კორუფციას ბოლო მოეღება", - განაცხადა მაკკეინმა


უკრაიანში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ჯონ მაკკეინმა "სამარცხვინო" უწოდა იმ ფაქტს, რომ აშშ უკრაინას შეიარაღებას არ აწვდის.
"ინტერფაქს-უკრაინას" ცნობით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში სენატორ ჯონ მაკკეინი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდება.

image

1
97
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
97
  
2015, 25 სექტემბერი, 0:18
ხულიგანზე მეტია ეგ.......
0 1 1