x
image
K.P.
თამუნა მუსერიძე ნინი ონიანის წინააღმდეგ: "ვარდოსანიძის სახელით როდემდე უნდა იკეთონ პიარი დამწყებმა ზვეზდებმა"
image
გიორგი ვარდოსანიძეს ცნობადობა სერიალმა "გოგანა გარეუბნიდან" მოუტანა, "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით, მისი პოპულარობა ეთიორად გაიზარდა. ალბათ არ იცოდით, რომ მან სკოლის დამთავრების შემდეგ, მამის ხათრით, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე მიხვდა, იურისტობა მისი საქმე რომ არ იყო და სასწავლებლიდან საბუთები გამოიტანა, შემდეგ კი მეგობრის რჩევით, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მზადება დაიწყო. ამბობს, რომ არც შემცდარა. თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს. 18 წლიდან მუსკომედიის თეატრის შტატში ირიცხება.

მსახიბი დაქორწინებული გახლდათ მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე. ერთმანეთი პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავების წყალობით გაიცვნეს. მაშინ ორივეს ჰქონდა პირადი ცხოვრება, სალომე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული, გიორგი კი მსახიობ თამთა შალამბერიძეზე. ჭორები გიორგისა და სალომეს რომანზე მალევე გავრცელდა, მაგრამ წყვილი ყველაფერს უარყოფდა. სიმართლე დიდხანს არ დაიმალა, სულ რამდენიმე თვეში კი წყვილმა ჯვარიც დაიწერა და პატარა, მაგრამ ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა. სამწუხაროდ ურთიერთობა დაინგრა და ისინი დღეს უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. წყვილის დაშორებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. image

მარი ბაბეტა ამტკიცებდა, რომ გიორგი ვარდოსანიძის ოჯახი სწორედ მის გამო დაინგრა. მასთან მიმოწერა მქონდა და საკუთარ სახლშიც მპატიჟებდაო.image

მოგვიანებით გიორგი ნინი ონიანთან დააწყვილეს. გოგონას მკიცებით, ისინი მხოლოდ კარგი მეგობრები არიან. ნინის ერთ-ერთ ინტერვიუს, რმელშიც ის ამტკიცებს, რომ სალომე და გიორგი მას არ დაშორებია თამუნა მუსერიძე ეხმაურება:


"აი მართლა მაინტერესებს, ვარდოსანიძის სახელით როდემდე უნდა იკეთონ პიარი დამწყებმა ზვეზდებმა". image
სარკაზმულ კომენტარს ნინის მხრიდან გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია, თუმცა საეჭვია "დამწყებმა ზვეზდამ" ეს ყველაფერი ასე მარტივად დაივიწყოს. image



0
1657
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1657
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0