სალათები "თქვენ აღარ დაგჭირდებათ იტალიურ რესტორაში წასვლა" - მაკარონის სალათი იტალიურად 2015, 23 სექტემბერი, 10:10 თუ ოდესმე ყოფილხართ იტალიურ რესტორანში და გაგისინჯავთ მაკარონის იტალიური სალათი, ყოველივე ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ეს სახლში გააკეთოთ და დამერწმუნეთ, ოჯახის თითოეული წევრი უფრო მეტად დაგაფასებთ და მოითხოვენ "უფრო და უფრო მეტს"! გთავაზობთ მაკარონის იტალიური სალათის მომზადების წესს და საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალს: 1 ).ერთი ცალი მწვანე წიწიაკა სიგრძეზე დაჭრილი; 2 ).მოხარძული ძეხვი ან სოსისი და შემდეგ 2 - 3 მმ სისქეზე დაჭრილი; 3 ).დაკონსერვებული სოკო 100 გრამი; 4 ). მწვანე ხახვი ერთი შეკვრა;5 ).ორი ცალი საშუალო ზომის პომიდორი; 6 ).დაკონსერვებული სიმინდი ერთი კოლოფი; 7 ).მცენარეული ზეთი 50 გრამი; 8 ). მაკარონი 300 გრამი; 9 ). ერთი ცალი წითელი ბულგარული. როგორ მზადდება იტალიელების ეს " დაუვიწყარი" უგემრიელესი კერძი? პირველ რიგში საშუალო ზომის ქვაბში ვასხამთ ჩვეულებრივ წყალს და ვადუღებთ, როდესაც ადუღდება ჩავაყაროთ ერთი ჩაის კოვზი მარილი და თან ჩავყაროთ მაკარონი, ნელ ცეცხლზე ვადუღოთ და როცა მაკარონი მოხარშვას დაასრულებს, გადმოვიღოთ საწურზე და ონკანის ცივ წყალს შევუდგათ. მოხარშული და შესაბამისად დაჭრილიც გვაქვს წინასწარ ძეხვი ან სოსისი. პარალელურად დამუშავებული და წინასწარ გამზადილი გვაქვს დაკონსერვებული სოკო, რომელსაც ადუღებული წყლის გადავლების შემდეგ ზეითუნის ზეთში ტაფაზე ვხრაკავთ.კუბიკებად ან ოთხად ვჭრით პომიდორს, ასევე კუბიკებად ბულგარულს, სიგრძეზე მწვანე წიწაკას და ასევე წვრილად იჭრება მწვანე ხახვი. ყველაფერს ავურევთ ერთმანეთში მაკარონის გარდა და ბოლოს ჩავაყრით კონსერვის სოკოს, დავუმატებთ მარილს გემოვნებით და კერძი მზად არის. როგორ დავაწყოთ ლანგარზე ან დიდი ფორმის თეფშზე მიღებული სალათი? ჩვენს მიერ მომზადებულ კერძს ვაწყობთ თეფშის ერთ მხარეს, რომელსაც გვერდზე ვუწყობთ მაკარონს. თავზე კი ცოტა მწვანე წიწაკას, ბულგარულს და სიმინდს ვაყრით.თუმცა აქ გემოვნებაზე და გაფორმებაზე არ დაობენ და შეგიძლიათ ყველაფერი ერთმანეთში აურიოთ.მაკარონის იტალიური სალათა მზადაა.გემრიელად მიირთვით. 1416 7-ს მოსწონს
|