![ტრადიციული რუსული სალათი "Mimosa" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015092214185530087.jpg)
«Mimosa" - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თევზის სალათად ითვლება რუსულ სამზარეულოში, რომელსაც დღესასწაულებზე ამზადებენ..ორიგინალურად გაფორმებული რამდენიმე ფენა იქნება გარანტი იმისა, რომ ძვირადღირებულ და appetizing გამოჩნდეს და თუ გაქვთ სურვილი მართლაც " გაზაფხულივით" ლამაზი იყოს " მიმოზა", სასურველია სხვა დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად ავირჩიოთ სოფლის კვერცხი. ნაზი და უჩვეულო გემოს სალათა გამოგონილია საბჭოთა დიასახლისების მიერ და გარდა იმისა, რომ დახვეწილი გემოვნებისაა,
"Mimosa" აღჭურვილია უნიკალური სახით.მას ხშირად ამსგავსებენ (
yolks ).
სალათის რომანტიკული სახელი გაზაფხულის დაწყებას, ნანატრ სითბოს, მზეს და აყვავებულ ბუნებას უკავშირდება.
" მიმოზას" მოსმზადებლად საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები:
1).ნებისმიერი დასახელების ზეთიანი თევზის კონსერვი ( სასურველია თუ გვექნება " სკუმბრია, გარბუშა ან საირა") ;
2).2 ჩაის ჭიქა ბრინჯი;
3).4 - 5 ცალი კვერცხი;
4).გაროხი ანუ მწვანე ბარდა;
5).მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით;
6). მაიონეზი.
![ტრადიციული რუსული სალათი "Mimosa" image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015092510115330087.jpg)
მომზადების წესი: მოვხარშოთ 2 ჩაის ჭიქა ბრინჯი და ცივ წყალში საწურზე გავავლოთ. 3 ცალი მოხარშული კვერცხი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, დანარჩენი 2 კი თავზე მოსართავად შევინახოთ.. მწვანე ბარდას კი ადუღებული წყალი გადავავლოთ და გადავწუროთ. როდესაც დაკონსერვებულ თევზის ქილას გავხსნით, ზეთი გადავღვაროთ და უკვე ყველა ინგრედიენტი მზად გვაქვს და ვიწყებთ მორთვას. ფენა - ფენად გამჭვირვალე მინის თეფშზე ვაწყობთ თითოეულს თევზის გარდა. რაც შეეხება თევზის კონსერვს, მხოლოდ ერთ და ისიც შუა ფენაზე დალაგდება. ფენა - ფენა ვანელებთ მარილით, მაიონეზით და შავი წიწაკით.ზემოდან ვაყრით მოხარშულ ბრინჯს, გადავახეხავთ შენახულ კვერცხის გულს და სილამაზისთვის სასურველია მოვრთოთ ცერეცოს ან კამის ფოთლებით. კერძი მზად არის.
გემრიელად მიირთვით.