სალათები ტრადიციული რუსული სალათი "Mimosa" 2015, 25 სექტემბერი, 10:15 «Mimosa" - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თევზის სალათად ითვლება რუსულ სამზარეულოში, რომელსაც დღესასწაულებზე ამზადებენ..ორიგინალურად გაფორმებული რამდენიმე ფენა იქნება გარანტი იმისა, რომ ძვირადღირებულ და appetizing გამოჩნდეს და თუ გაქვთ სურვილი მართლაც " გაზაფხულივით" ლამაზი იყოს " მიმოზა", სასურველია სხვა დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად ავირჩიოთ სოფლის კვერცხი. ნაზი და უჩვეულო გემოს სალათა გამოგონილია საბჭოთა დიასახლისების მიერ და გარდა იმისა, რომ დახვეწილი გემოვნებისაა, "Mimosa" აღჭურვილია უნიკალური სახით.მას ხშირად ამსგავსებენ (yolks ). სალათის რომანტიკული სახელი გაზაფხულის დაწყებას, ნანატრ სითბოს, მზეს და აყვავებულ ბუნებას უკავშირდება. " მიმოზას" მოსმზადებლად საჭიროა შემდეგი დასახელების ინგრედიენტები: 1).ნებისმიერი დასახელების ზეთიანი თევზის კონსერვი ( სასურველია თუ გვექნება " სკუმბრია, გარბუშა ან საირა") ; 2).2 ჩაის ჭიქა ბრინჯი; 3).4 - 5 ცალი კვერცხი; 4).გაროხი ანუ მწვანე ბარდა; 5).მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით; 6). მაიონეზი. მომზადების წესი: მოვხარშოთ 2 ჩაის ჭიქა ბრინჯი და ცივ წყალში საწურზე გავავლოთ. 3 ცალი მოხარშული კვერცხი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, დანარჩენი 2 კი თავზე მოსართავად შევინახოთ.. მწვანე ბარდას კი ადუღებული წყალი გადავავლოთ და გადავწუროთ. როდესაც დაკონსერვებულ თევზის ქილას გავხსნით, ზეთი გადავღვაროთ და უკვე ყველა ინგრედიენტი მზად გვაქვს და ვიწყებთ მორთვას. ფენა - ფენად გამჭვირვალე მინის თეფშზე ვაწყობთ თითოეულს თევზის გარდა. რაც შეეხება თევზის კონსერვს, მხოლოდ ერთ და ისიც შუა ფენაზე დალაგდება. ფენა - ფენა ვანელებთ მარილით, მაიონეზით და შავი წიწაკით.ზემოდან ვაყრით მოხარშულ ბრინჯს, გადავახეხავთ შენახულ კვერცხის გულს და სილამაზისთვის სასურველია მოვრთოთ ცერეცოს ან კამის ფოთლებით. კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით. 493 7-ს მოსწონს
|