x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ აკრაჭუნებთ ძილში კბილებს?
დამტკიცებულია, რომ პლანეტის მოსახლეობის 15% აკრაჭუნებს კბილებს ძილის დროს. სამედიცინო ტერმინოლოგიით კი ამ ჩვევას ბრუქსიზმი ჰქვია. ბავშვებში ბრუქსიზმი გვხვდება უფრო ხშირად, ვიდრე მოზრდილებში. მეცნიერების აზრით, ეს პრობლემა აწუხებს ყოველ მესამე სკოლამდელ და ყოველ მეორე მცირე კლასების მოსწავლეს. ცნობილია ასევე ისიც, რომ კბილების კრაჭუნი ძილში, ორგანიზმში ჭიების არსებობას მიუთითებსო, თუმცა მეცნიერებმა ეს ვერ დაამტკიცეს. აქედან გამომდინარეც უცნობია ბრუქსიზმის გამომწვევი მიზეზები და ცხადია მხოლოდ ერთი, რომ არსებობს ორი ტიპის- დღის და ღამის ბრუქსიზმი. საღეჭი კუნთების ძლიერი შეკუმშვა იწვევს ყბების ერთმანეთზე დაჭერას, რაც თავის მხრივ, იწვევს კბილების კრაჭუნს. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე და მრავალჯერ განმეორდეს ღამის განმავლობაში.


image

მეცნიერების უმეტესობას მიაჩნია, რომ ბრუქსიზმი აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად სტრესს განიცდიან, დღისით მიღებული ემოციები, გაღიზიანება, სიბრაზე და დაძაბულობა ღამითაც არ ქრება- ის ადამიანის კონტროლს აღარ ემორჩილება და იწვევს კბილების კრაჭუნს, ე.წ. ბრუქსიზმს. თუმცა სტრესები ერთადერთი მიზეზი არ არის ბრუქსიზმის გამომწვევი, მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე არასწორი თანკბილვა, ცუდი ბჟენი ან პროთეზი. ეს ყველა არსებული პრობლემა იწვევს საღეჭი კუნთების არათანაბარ დატვირთვას, რომელიც ღამით სპონტანურად იკუმშება.


imageimage



ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ბრუქსიზმი აწუხებს გარდა იმისა, რომ მას ახლობლები ეუბნებიან. ბრუქსიზმს თან ახლავს ბევრი სიმპტომიც: ხშირად გეღვიძებათ თავის, სახის კუნთების, ცხვირის ნესტოების, კისრისა და მხრების ტკივილით. ბრუქსიზმმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს კბილების რყევა, მინანქრისა და დენტინის ცვეთა, კბილების მტვრევა და სწორედ ამიტომაც ამ პრობლემას აუცილებლად მაშინვე უნდა მიხედოთ.


image


ბრუქსიზმის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე, თუ ყველაფერში დამნაშავე ესა თუ ის სტრესია, რეკომენდებულია რელაქსაციური მეთოდები (ფეხით სეირნობა, თბილი აბაზანები, დამამშვიდებელი მუსიკა, მედიტაცია) და აუცილებლობის შემთხვევაში ნევროპათოლოგის ან ფსიქოთერაპევტის დახმარება.


თუ ბრუქსიზმის მიზეზი არასწორი თანკბილვა, ბჟენი ან პროთეზია, მიმართედ სტომატოლოგს.


მიუხედევად იმისა, რომ მეცნიერებმა ვერ დაამტკიცეს, მედიცინა არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბრუქსიზმის გამომწვევი მიზეზი ბავშვებში შესაძლოა იყოს ჭიები, რადგან ბევრ პარაზიტს შეუძლია დათრგუნოს ნერვული ქსოვილების ფუნქციონირების ხელის შემწყობი ვიტამინი B12 და გამოიწვიოს საღეჭი კუნთების სპაზმი. ასე, რომ თუ თქვენი ბავშვი კბილებს აკრაჭუნებს, მიზეზი შეიძლება იყოს ჰელმინთები და აქაც დროული მკურნალობაა საჭირო.


image

12
1552
23-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1552
  
2015, 28 სექტემბერი, 14:47
მადლობა ლევან ;)
2015, 28 სექტემბერი, 14:08
ძალიან კარგი სტატიაა. არ მესმის ასეთ სტატიას , მითუმეტეს ასეთი ავტორით, არ მოწონება რატომ უნდა დაუწერო :@
2015, 23 სექტემბერი, 19:09
მადლობა შეფასებისთვის თაკო :*
2015, 23 სექტემბერი, 16:07
დედისგან როგორც ვიცი ბავშვობაში ხშირად მემართებოდა მასე, ხანდახან ახლაც კი ვარ მასე თუმცა არა ძილში, მაგრამ ეს დიდ პრობლემად არ მიმაჩნია, ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში მაქვს, ალბათ სტრესის ბრალი თუ იქნება. სტატია კი ნამდვილად საინტერესოა
2015, 22 სექტემბერი, 20:25
შესაძლოა :)
2015, 22 სექტემბერი, 20:17
ეტყობა კბილებს აკრაჭუნებს რომ არ მოეწონა სტატია
2015, 21 სექტემბერი, 18:51
პ.შ.-ში მითხარი :))
2015, 21 სექტემბერი, 18:49
:DDD რაღაცა გავიფიქრე, ,მაგრამ აქ ვერ დავწერ
2015, 21 სექტემბერი, 18:46
:))) კითხე ახლობლებს მანჩო :))
2015, 21 სექტემბერი, 18:44
ნეტა მეც ვაკრაჭუნებ?:DDD
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10