x
image
K.P.
კესარია აბრამიძე თხოვდება?! (+ფოტოები საქორწინო კაბაში)

image
ერთ დროს ბესო იყო, დღეს კი უკვე ულამაზესი ქალბატონია. თვლის, რომ დაბადებიდან ასეთი იყო, ბუნებრივად ქალი. რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, უკვე მკერდი აქვს და ძველ სასქესო ორგანოსაც დაემშვიდობა.

დღეს უკვე ქართული შოუბიზნესის აქტიური სახეა, ხშირად იღებს მონაწილეობას გადაღებებში და ერთ-ერთ ფილმში საკმაოდ თამამი როლიც შეასრულა. მას გასულ ზაფხულს რომანი ჰქონდა და ამტკიცებდა, რომ მისი რჩეული ბიზნესმენი გახლდათ: "რამდენიმე თვეა ერთმანეთს ვიცნობთ. ვმეგობრობთ. ამ წუთას მართლა პატარძალივით ვგრძნობ თავს. რაღაც იმპულსები არის, ერთმანეთს ვეპრანჭებით, მოგვწონს ერთმანეთი".

სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ფოტოც გავრცელდა, რომელშიც კესარია ულამაზესი საქორწინო კაბით პოზირებს. ჭორები მალევე გავრცელდა, თუმცა არის მოსაზრებსც, რომ კესო ფოტოგრაფისთვის პოზირებს, ან პოდიუმზე გამოსასვლელად ემზადება. ყველაფერს ფარდა სულ რამდენიმე დღეში აეხდება.image

შეგახსენებთ რომ, კესარია დაახლოებით ერთი წლის წინ მეორე ნახევარზე გვიამბობდა. ამტკიცებდა, რომ თავს ერთად კარგად გრძნობდნენ თუმცა ურთიერთობის დაკანონებას ჯერ არ აპირებდნენ. კესარია სამომავლოდ შვილის გაჩენასაც აპირებს: "ორი წლის წინ ვიყავი ინდოეთში, მოვახდინე გენეტიკური მასალების გაყინვა. წინსწარ შევემზადე ამყველაფრისთვის და როცა ვიქნები მზად დედობისთვის, ისევე როგორც ყველა ქალს აქვს სურვილი ჰყავდეს შვილი მეც მინდა და ვაპირებ. როცა ვიქნები მზად ფსიქოლოგიურად, როცა ვიქნები ისე მოწყობილი, რომ შევძლო ბავშვის აღზრდა აუცილებლად გავაჩენინებ სუროგატ დედას".imageimage

0
1250
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0