შოუბიზნესი მილა კუნისს ეშტონ კატჩერის სახელის გაგონება არ სურს 2015, 20 სექტემბერი, 18:16 ორივე მსახიობი მაყურებლისათვის ძალიან კარგადაა ცნობილი. მათ აქვთ შესანიშნავი კარიერა და ოჯახი. თუმცა, მილა კუნისს მაღალი მწვერვალების დაპყრობა უნდა სატელევიზიო სივრცეში და ამიტომაც, მსახიობს ქმრისგან შორს ყოფნა სურს.
მილა კუნისი იმდენად შორს წავიდა, რომ ერთ-ერთ ბიზნეს შეხვედრაზე, რომელიც ABC-ს სიტკომს ეხებოდა, მან ხალხს ეშტონის სახელის ხსენებაც კი აუკრძალა. რაშია საქმე? მილას ნამდვილად არ სურს, რომ კარიერა და პირადი ცხოვრება ერთმანეთში აურიოს. ხალხს არ უნდა ეგონოს, რომ მისი სატელევიზიო წარმატება ეშტონის დამსახურებაა.მილას სურს იყოს დამოუკიდებელი. ხალხმა არ უნდა იფიქროს, რომ ის ეყრდნობა მის პოპულარულ ქმარს. მილა კუნისი აპირებს მონაწილეობა მიიღოს ABC-ს ახალ პროექტში. ინფორმაციის თანახმად, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები მიიჩნევენ, რომ თავად კატჩერი შესანიშნავად მოერგებოდა ამ შოუს, თუმცა მილა კუნისს სულაც არ სურს, რომ ამ პროექტში ქმართად ერთად იყოს ჩართული. არა, ეს განხეთქილება არ არის წყვილს შორის. მილა კუნისს უბრალოდ სურს დაამტკიცოს, რომ ის შესანიშნავი მსახიობია ეშტონ კატჩერის დახმარების გარეშეც. 56 1-ს მოსწონს
|