შოუბიზნესი ნუკი კოშკელიშვილი გათხოვდა: "დიდი მადლობა ჩემ ბიჭს" (+ფოტოები) 2015, 20 სექტემბერი, 12:50
ნუკი და ბენი სხვადასხვა გადაცემებს ხშირად სტუმრობდნენ, საკუთარი სიყვარულის ისტორიასაც უამბობდნენ, თუმცა ბოლო ერთი წლის მანძილზე ტელეწამყვანი დუმდა და ამტკიცებდა, რომ პირად ცხოვრებას ტაბუ დაადო. სულ რამდენიმე საათის წინ ნუკი დაქორწინდა. "ხშირად მეკითხებიან რატომ არ თხოვდებიო და სულ ვპასუხობ, იმიტომ რომ ბეჭედი მიკეთი სულ "უფალო შემიწყალე"... მეგობრებო ჩემი ბეჭედი ხომ არ გინახავთ!!!!!"-ასე გვამცნო დაქორწინება ნუკიმ. ტელეწამყვანს მეორენახევარმა ულამაზესი ბეჭედი აჩუქა. "დიდი მადლობა "Vera Wang"-ს და რა თქმა უნდა, ჩემს ბიჭს. ერთი სული მაქვს გავიკეთო და არა ჯერ, არაო"-წერდა ნუკი სოციალურ ქსელში და სამკაულის ფოტოსაც აქვეყნებდა. 873 7-ს მოსწონს
|