საბუნებისმეტყველო შოკისმომგვრელი ფოტოები ველური ბუნებიდან, ეს უკვე აპოკალიფსის დასაწყისია! 2015, 20 სექტემბერი, 12:27 ველური ბუნების ფოტოგრაფმა, კერსტინ ლანგენბერგმა სოციალურ ქსელში,
Facebook-ის პირად ანგარიშზე პოლარული დათვის ფოტოები განათავსა. აქვე ქერტსნიმა დასძინა, რომ გლობალურ დათბობამ უკვე პიკს მიღწია და
ფაქტიც სახეზეა– ასე დაასათაურა ფოტოგრაფმა, Facebook-ის პირად ანგარიშზე განთავსებული პირველი ფოტო.
ლანგენბერგის ფოტოებს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს. მნახველთათვის ეს ფოტოები ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო! ფოტოში ჩანს პოლარული დათვი, რომელსაც დაკარგული აქვს ჭარბი წონა, ეს კი მის არსებობას ერთი ორად უფრო ამცირებს. სოციალური მედია დღესდღეობით აქტიურად საუბრობს ამ თემაზე. გლობალური დათბობის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ცხოველი პოლარული დათვია, აქედან გამომდინარე ველური ბუნების ფოტოგრაფმა, კერსტინ ლანგენბერგმა, ნორვეეგის კუნძულ სვალბარდზე პოლარულ დათვებს გადაუღო შოკისმომგვრელი ფოტოები და გაავრცელა სოციალურ ქსელში. სვალბარდი ამ ფაქტთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობს და შემდეგი სიტყვებით ციტირებს: "ტურისტების და ფოტოგრაფების უმეტესობა სვალბარდში პოლარული დათვების დასათვალიერებლად ჩამოდიან. ეს რათქმაუნდა სასიამოვნოა, მაგრამ იქამდე სანამ ამ ფოტოებს გადავიღებდი... დარწმუნებული ხართ რომ ეს ცხოველები კარგად არიან? ათასობით ტურისტს აგზავნით ამ ტერიტორიებზე, მაგრამ არ იცით რა ხდება სინამდვილეში! ბევრი პოლარული დათვი ვნახე, რომლებიც კარგად არიან, მხოლოდ ეს არ არის მე ვნახე ისეთი დათვებიც, რომლებიც უკვე მკვდრები არიან, ან უკვე კვდებიან! ვხედავდი, როგორ ეძებდნენ საკვებს, როგორ დასდევდნენ ირმებს, ფრინველების კვერცხებს და წყალმცენარეებს. ჩემი აზრით ზუსტად ეს არის გლობალური დათბობის მტკიცებულება! -დასძინა კერსტინ ლანგენბერგმა. ფოტოებიდან ერთ-ერტში კარგად ჩანს, თუ როგორ მიათრევს პოლარული დათვი მოკლულ პატარა დათვს.... პოლარული დათვები ძირითადად ზღვის ლომებით და სხვა ცხოველებით იკვებებიან, მაგრამ როგორც ჩანს, როდესაც საკვები აღარ იშოვნება, სამწუხაროდ ერთმანეთის ჭამასაც იწყებენ. ქვემოთ მოცემული ფოტოები გარემოს ფოტოგრაფმა, ჯერი როსმა გადაიღო. მისი თქმით ასეთი შემთხვევები ხშირად ხდებოდა, მაგრამ ამ ბოლო ხნებში ეს ძალიან გახშირდა. პოლარული დათვები ისედაც გადაშენების პირას დგანან და თუ დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა, რაღა მოხდება მაშინ? ამ კითხვაზე მხლოდ ერთი პასუხი არსებობს, უფრო მალე გადაშენდებიან! ჯერი როსის განცხადება, BBC-ზე: "დიდი ხანია ვაკვირდებით პოლარულ დათვებს, ყოველდღიურად მათ უფრო მეტი პრობლემა უჩნდებათ, ვიდრე დანარჩენ სხვა ცხოველებს. ისინი საკვებს ვერ შოულობენ, ძალიან უჭირთ. ამიტომ არსებობისთვის ერთმანეთს ჭამენ, ასე რომ ვთქვათ, სხვა გზაც არ აქვთ!" როგორც ცნობლია გასულ წლის თებერვალში მსგავსი შემთხვევები განმეორდა არქტიკაზეც, სადაც პატარა პოლარული დათვი, როდესაც ნადირობდა სხვა ცხოველზე, მას უკნიდან დიდი პოლარული დათვი მიეპარა და სიცოცხლეს გამოასალმა. ასეთი ფაქტები უკვე გახშირებულია პოლარულ დათვებში, გარემოს ფოტოგრაფი, ჯერი როსი და ველური ბუნების ფოტოგრაფი, კერსტინ ლანგენბერგი მაქსიმალურად ცდილობენ დააფიქსირონ პოლარული დათვების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები და გადმოსცენ მსოფლიო პრესას, რათა ყველამ დაინახოს ველური ბუნების რეალური სახე. ეს უკვე აპოკალიფსის დასაწყისია, ასეც შეიძლება, რომ ჩავთვალოთ, რადგან ცხოველები რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ და ჭამენ, გლობალური დათბობისგან არის გამოწვეული, რა ელის ადამიანთა მოდგმას? ეს ყველაფერი უკვე კითხვის ნიშნების ქვეშ ექცევა ყოველდღიურად! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 6475 23-ს მოსწონს |
ეჰ, რამის შეცვლა შეიძლებოდეს....