საქართველო გიგი უგულავას განცხადება მიხეილ სააკაშვილზე, დაკავებიდან რამდენიმე საათით ადრე? 2015, 20 სექტემბერი, 9:39 თბილისი ყოფილ მერმა, გიგი უგულავამ დაკავებიდან რამოდენიმე საათის
წინ გაკეთებულ განცხადებაში, ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წასვლას და ოდესის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტს „ვაჟკაცურ და ძალიან სარისკო გადაწყვეტილებად“ აფასებს.
ყოფილმა მერმა ასევე დასციძინა იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილი საქართველოდან ახალმა ხელისუფლებამ გააგდო. უგულავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არის "რეფორმის სიმბოლო." „მიხეილ სააკაშვილი თუ დაკარგავს მოქალაქეობას ეს მის არჩევნად არ ჩაითვლება. ის გააგდეს ქვეყნიდან, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. ის იძულებული გახადეს, გააძევეს ამ ქვეყნიდან. ის, რომ მან მოძებნა ძალა და ენერგია და ახალ სიმაღლეს ეჭიდება - ეს მხოლოდ მის პერსონალურ და პოლიტიკურ სიძლიერეზე მეტყველებს. იმათ ვისაც არ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის წარმატება, იმათთან საქართველოს წარმატებაზეც ძნელია საუბარი, “ - აცხადებს გიგი უგულავა. 554 8-ს მოსწონს
|