x
image
K.P.
გიორგი ვარდოსანიძე: "9 თვეა, მე და ჩემი მეორე ნახევარი ერთად ვართ"

image
მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე საზოგადოებამ სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო. ის დქორწინებული გახლდათ მოცეკვავე სალომე ჭაჭუაზე.ერთმანეთი პროექტ ცეკვავენ ვარსკვლავების წყალობით გაიცვნეს. მაშინ ორივეს ჰქონდა პირადი ცხოვრება, სალომე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული, გიორგი კი მსახიობ თამთა შალამბერიძეზე. ჭორები გიორგისა და სალომეს რომანზე მალევე გავრცელდა, მაგრამ წყვილი ყველაფერს უარყოფდა. სიმართლე დიდხანს არ დაიმალა, სულ რამდენიმე თვეში კი წყვილმა ჯვარიც დაიწერა და პატარა, მაგრამ ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა. სამწუხაროდ ოჯახი მალევე დაინგრა. თავდაპირველად ჭორებს ორივე უარყოფდა, თუმცა დღეს ცალ-ცალკე განაგრძობენ ცხოვრებას.image

მსახიობს პერიოდულად მომხიბვლელ ქალბატონებთან აწყვილებენ, თუმცა დღემდე მარტოა. ის მოტოციკლებითაა გატაცებული, მეტიც მას მეორე ნახევრადაც მოიხსენიებს. საშობაოდ კიდევ ერთი მოდელის შეძენას აპირებს, ფასდაკლებას ელოდება, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. "ჩემი ახალი გატაცება მოტოციკლეტია. თავიდან მართლა გატაცება იყო, მაგრამ 9 თვეა, მე და ჩემი მეორე ნახევარი (მასე ვეძახი) ერთად ვართ. მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ყველაზე დიდ კომფორტს მიქმნის. მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად იქნება. ჩემთვის რელაქსაციის, დასვენების, თავისუფლების შეგრძნების საუკეთესო ფორმაა მოტოციკლეტით სიარული. სულ დავდივარ და თან, მაქვს "პარალონი“, სადაც დამიღამდება, იქ ვიძინებ. ეს არის მეგობარი, რომელთან ერთადაც ახალ ემოციებს ვიძენ, მასთან ყველაზე კარგი თავგადასავლები მაკავშირებს"-დასძენს მსახიობი.image

0
1297
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0