x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რისთვის დააპატიმრეს 14 წლის ბიჭი, რომლის გაცნობა დღეს ცუკერბერგსა და ობამას სწყურია?
სუდანიდან, ამერიკის ერთ-ერთ შტატ ტეხასში ემიგრირებული მუსულმანი ოჯახის, 14 წლის ვაჟიშვილი Ahmed Mohamed-ი მას შემდეგ დააკავეს სამართალდამცავებმა, როდესაც დილით სკოლაში უჩვეულო საათი მიიტანა, რომელიც პედაგოგების დარწმუნებით ასაფეთქებელი საშუალების- ე.წ. ბომბის ერთ-ერთი ხელნაკეთი სახეობა იყო. დაწვრილებით ამბებს ამ საკითხთან დაკავშირებით გვაწვდის "Dallas Morning News"-ი თავის რეპორტაჟში.

image



ტეხასის სკოლის- Irving-ის მე-9 კლასის მოსწავლე აჰმედი ყოველთვის იყო გატაცებული და ხელეწიფებოდა უჩვეულო ნივთების კეთება. ერთ დღესაც გადაწყვიტა ორიგინალური საათით განეცვიფრებინა მასწავლებლები, თუმცა...


imageimage



უჩვეულო საათი, რომელიც თავად შექმნა, აჩვენა დამრიგებელს, რომელმაც ურჩია მეტი არავისთვის გაემხილა მისი არსებობა, აჰმედმაც დაუჯერა მას და ზურგჩანთაში შეინახა ნივთი. როგორც ჩანს, მის ფარულ ნიჭს საიდუმლოება არ ეწერა და შუა გაკვეთილზე ხელნაკეთ საათზე დარეკილმა მაღვიძარამ ყველაფერს ფარდა ახადა. შეშინებულმა მასწავლებელმა, რომ საათი შესაძლოა ყოფილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობა, მიმართა სამართალდამცავებს და მათაც ბიჭი სკოლიდან ხელბორკილებით უმალ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დეპარტამენტში.


image


"პოლიციაც" ეჭვობდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ საათი, ვინაიდან ძალიან გავდა "ბომბს". სკოლის დირექტორი კი ემუქრებოდა აჰმედს გარიცხვით, თუ წერილობით არ დაასაბუთებდა რა მოტივით შექმნა სინამდვილეში ეს რაღაც საათი თუ ბომბი. სამი დღის განმავლობაში ბიჭი იმყოფებოდა წინასწარი დაკავების საკანში, შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა ინციდენტზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.


image



მომხდარს არ ჩაუვლია ხალხის კომენტარების გარეშე და ყველაზე გასაკვირია მას Mark Zuckerberg-ი და ა.შ.შ-ს პრეზიდენტი Barack Obama-ც რომ გამოეხმაურნენ.



"უნარი და სურვილი იმისა, რომ გინდა შექმნა რაღაც სიახლე, იმსახურებს ტაშს და არა დაპატიმრებას. მომავალია იმ ადამიანებში, როგორიც არის აჰმედი. თუ როდესმე ეწვევი Facebook-ს, იცოდე, რომ შენთან შეხვედრის უდიდესი სურვილი მაქვს. გააგრძელე შექმნა"- წერს Mark Zuckerberg-ი.

image




"საოცარი საათია აჰმედ, არ გინდა მოგვიტანო თეთრ სახლში? ჩვენ უნდა შთავაგონოთ ასეთი ადამიანები, რათა მეტად შეიყვარონ მეცნიერება. სწორედ ეს ხდის ამერიკას დიადს"- წერს Twitter-ზე ა.შ.შ-ს პრეზიდენტი Barack Obama.

image


"გმადლობთ ყველას, რომ ასეთი თანადგომა გამოიჩინეთ მუსულმანი პატარა ბიჭის მიმართ"- მადლობას უხდის საზოგადოებას პატარა აჰმედი.

image



რაც შეეხება აჰმედის მშობლებს, კერძოდ კი მამას, მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ ერთი აზრი აქვს, რომ პედაგოგები ასეთი საქციელით მიუთითებენ ისლამოფობიაზე.


imageimage

0
752
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0