შოუბიზნესი ჰოლივუდელი ლამაზმანები,რომლებმაც უარი თქვეს გაშიშვლებაზე 2015, 17 სექტემბერი, 15:07 თანამედროვე ეპოქაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა შიშველი სხეულის ჩვენება ეკრანზე, თუმცა არსებობს მსახიობთა კატეგორია, რომლებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს ამ ქმედებაზე ნებისმიერი ჰონორარის მიუხედავად. ჯესიკა ალბა-“მე არასოდეს გადამიღია ფოტო ან ვიდეო სიშველი, არასოდეს წარმდგარვარ მაყურებლების წინაშე შიშველი, არასოდეს’’...რა თქმა უნდა მშვენიერი ჯესიკა ხშირად მოხვედრილა პაპარაცთა ობიექტივში, თუმცა მათ არასოდეს დაუფიქსირებიათ ის საცვლების გარეშე... ჯულია რობერტსი-ქალი, რომელმაც უარი თქვა ეკრანზე წარმდგარიყო შიშველი, ის მიიჩნევს რომ ასეთი სცენები არასერიოზულია და დადო თაყვანისმცემლების წინაშე პირობა, რომ საკუთარ სხეულს არასოდეს წარმოაჩენდა ეკრანზე.. სარა მიშელ გალარი-ცნობილი ფილმიდან “ვამპირის მკვლელი’’ მოზარდი გოგონა, რომელიც თავისი მორგებული “სასტიკი’’ იმიჯის ხარჯზე არ აპირებს პოპულარობის მოპოვების მიზნით მისთვის მიუღებელ სცენებში მონაწილეობას, რაც მან ხმამაღლა განუცხადა თაყვანისმცემლებს.. სკარლეტ იოჰანსონი-ახალგაზრდა პოპულარული მსახიობი, თავისი სტილის მიუხედავად მტკიცე უარზე დგას ასეთი სცენების გადაღებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი სცენები ხელს კიარ უწყობს პოპულარობას, არამედ ხელს უშლის მას. ერთხელ სკარლეტს უნდა გაეხადა ვუდი ალენის ფილმ "Match Point"-ის ერთერთ ეპიზოდში, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულება და უარი განაცხადა ამ ეპიზოდში გადაღებაზე.. 172 2-ს მოსწონს
|