x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138463
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512084
ანანო მჟავიამ წლების შემდეგ მეუღლე გამოაჩინა - მომღერლის აქამდე "ბურუსით" მოცული პირადი ცხოვრება
image

ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი და "ჯეოსტარის" თანაწამყვანი ანანო მჟავია რამდენიმე წლის წინ ტელეეკრანებიდან გაქრა. მართალია, მან პროექტში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ყველას ახსოვს რომ ანანო ამავე პროექტის ერთ - ერთი წამყვანი გახდა.ტელეეკრანიდან მისი გაქრობა კი მას შემდეგ მოხდა, რაც ვაჟი შეეძინა. რამდენიმე ხნის წინ, ანანოს ქმრის ყოფილი ცოლი "პრაინტაიმთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ ანანომ მას ქმარი წაართვა. ეს გოგონა იმასაც ამტკიცებდა, ანანოს დედამ მითხრა ჩემს შვილს ვერაფერი გავაგებინე რომ ასე არ მოქცეულიყოო.image

მას შემდეგ რაც ანანომ პირადი ცხოვრება აიწყო, მის გარშემო ამასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი გავრცელდა. მისი ინტერვიუ არსად ყოფილა, პრესასა და ტელევიზიას აღარ სწყალობდა. როგორ ცხოვრობდა მომღერალი, რას საქმიანობდა და ა.შ _ დღემდე უცნობი იყო.რამდენიმე დღის წინ ანანო მჟავიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ბექა ბეშქენაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.სავარაუდოდ, მომღერალი დაიღალა გამუდმებით პირადი ცხოვრების დამალვით - აქამდე მხოლოდ ცნობილი იყო, რომ წყვილს ერთი ვაჟი ბექა ბეშქენაძე ჰყავთ.სკანდალის დეტალებზე წყვილი არასოდეს საუბრობდა, არა და ყვითელი პრესა რაღას აღარ წერდა.ეს იმიტომ, რომ ანანო მანამდე პრესას და ტელევიზიას აქტიურად წყალობდა და იმდენად, რომ მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა.

ქმრის ყოფილმა ცოლმა მაია ჩხენკელმა, რომელსაც ახლა 10 წლის დანიელა ჰყავს ბექასგან, მაშინ - ანუ სამი წლის წინ ხმამაღლა განაცხადა, რომ მას ანანო მჟავიამ ქმარი წაართვა, რასაც კატეგორიულად უარყოფდა მომღერალი და ამბობდა, რომ ბექა ცოლს მანამდე დაშორდა და ასე რომ არ ყოფილიყო, ისინი ერთად ვერ იქნებოდნენ. მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

image


სკანდალის შემდეგ მომღერალმა პროექტ " ორ ვარსკლავში" მიიღო მონაწილეობა რაგბისტ დაჩი კოპაძესთან ერთად, თუცა აქაც ბოლომდე დუმდა ანანო და მხოლოდ პროექტის გარშემო იძლეოდა ინტერვიუებს.

0
2627
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
2627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0