x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"ყველა მასტურბირებთ და ეს ნორმალურია"- ჩერგოლეიშვილის მორიგი სკანდალური განცხადება
ახსნა-განმარტება აღარ ჭირდება იმას, რომ უცხოელი თუ ქართველი ცნობადები, მუდამ ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში ხვდებიან. მართალია, არიან ცნობადების თუ პოლიტიკოსების ის მეუღლეები, რომლებიც პრესისგან სრულიად იზოლირებულად და მშვიდად ცხვრობენ, თუმცა უმეტესი ნაწილი, მაინც ახერხებს სკანდალებით აიწიოს პოპულარობის რეიტინგი.


როგორც უკვე ცხადია, თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკური პარტიის- "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელის- გიგა ბოკერიას ცოლია, თუმცა უკვე ორ წელზე მეტია მას ბოკერიას მეუღლედ ყოფილი მაღალჩინოსნის ოპონენტები მოიხსენიებენ.

image

თამარი იმდენად პოპულარულია, რომ ერთ-ერთ შოუში ბოკერიამ იხუმრა, რომ მალე უშიშროების ყოფილი მინისტრის ცოლის ქმრად მოიხსენიებდნენ. სკანდალი და თამარი თითქმის სინონიმებია. თავიდან სოციალურ ქსელში პოპულარული რობერტ სტურუასადმი უცენზურო განცხადებებით გახდა და მალე ყველა პოლიტიკურ თოქ-შოუში სასურველ რესპოდენტად იქცა. მისგან ამ ბოლო დროს არაფერი უკვირთ, რადგან, თანამდებობის მიუხედავად, მისი ენამწარობის ''მსხვერპლი'' ნებისმიერი ხდება, მათი მისამართით დამცინავ გამონათქვამებსაც არ იშურებს. საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ჰაკიმ ფაშას, ივანიშვილის კი პაჟს ეძახის. ივანიშვილის ზებრების სიყვარულის აღსანიშნავად კი ერთ-ერთი გადაცემა სპეციალური მაისურით წაიყვანა, რომელზეც ზებრა იყო გამოსახული.

image



ორიოდე დღის წინ კი თამარი ახალ სკანდალში გაეხვა, რომლის გამომწვევი მიზეზი მის მიერ სოც-ქსელში გამოქვეყნებული "პოსტი" გახდა და სრულიად უცვლელად ეხლავე შემოგთავაზებთ: "მასტურბაცია კიბოს (და სხვა დაავადებების) პრევენციაში გეხმარებათო- ამტკიცებენ ექიმები. ერთი სასაცილო ისტორია გამახსენდა ამაზე: ადრე, ადრე, ბევრი წლის წინ, მე და გიგა მივედით მეგობრებთან. ბევრი ხალხი იყო და გენდერულად "სეგრეგირებული" გარემო დაგვხვდა – კაცები ერთ ოთახში იყვნენ, რაღაც კინოს უყურებდნენ. ქალები მეორეში. ჰოდა შევუხვიე ქალების ოთახში. იმავე პერიოდში ერთი ცნობილი ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს. ცოლის ოჯახი ავრცელებდა, რომ დაშორების მიზეზი კაცის ხშირი მასტურბაცია იყო. ამ ოჯახთან საერთო მეგობარი მყავს – ისიც იქ იყო და ვკითხე ნახევრად ხუმრობით, რა ხდება მეთქი და იმანაც ცოლის ოჯახის ვერსია მომახსენა. აღვშფოთდი. ამ სისულელებს რომ უვრცელებთ ამ კაცს, რა იცით, ეგებ ის გოგო აზრზე არ არის, ერთხელ სადღაც დაინახა და შოკში ჩავარდა – არადა ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ახლა, თუ sick არის და ხალხში, სხვის დასანახად შვება, სხვა საქმეა, მაგრამ თუ თავისთვის "ტკბება", ცუდია რომ ასეთი ისტერიკა გამართეს მეთქი. სიჩუმე ჩამოვარდა – ერთ-ერთმა ამოილაპარაკა, ნუ თუ ცოლი არ ყავს გასაგებია, მაგრამ როცა ცოლი ყავს… ვცადე ამეხსნა, რომ მასტურბაციას ცოლთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეგ სულ სხვა რამეა. ეჭვის თვალით შემომხედეს. ჰოდა ავყარე გოგოები, წამოდით მეთქი და გავედი "კაცების ოთახში" გოგოების არმიით. ახლა ადექით და აუხსენით თქვენ ცოლებს რომ ყველა მასტურბირებთ და ეს ნორმალურია მეთქი… აღარ აღვწერ იმ უხერხულ სიჩუმეს, იქ რომ დაისადგურა. გიგა თან იცინოდა და თან მეჩხუბებოდა – სად რა ილაპარაკო, არ იციო. მოკლედ, ერთი ის ვიცი, რომ ჩემი თანდასწრებით, გენდერული სეგრეგაცია აღარასოდეს მომხდარა – ჩემს ნაცნობ კაცებს ურჩევნიათ, სადმე ახლოს ვყავდე ხოლმე, რომ თვალყური მადევნონ"- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.


image

ადვილი წარმოსადგენია თუ რა სახის "კიდევ ერთი" აგრესია გამოიწვია ამით საზოგადოებაში. მის "პოსტს" მრავალგვარი პასუხით ეხმიანებიან- "ამისთანა მახინჯი რომ ხარ, ამიტომ "მასტურბირებს ხშირად გიგა"; "დიდებულ სახელს აფუჭებ და შეურაცხყოფ"; "სულით დაავადებულო" და ა.შ.

4
1336
16-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1336
  
2015, 17 სექტემბერი, 9:45
ვაი შენს პატრონს უბედურს ))
2015, 16 სექტემბერი, 13:46
:))) ვისაც როგორ შეუძლია ისე ხდება პოპულარული...
2015, 16 სექტემბერი, 13:09
მაგარი ხარ თამარ :D
2015, 16 სექტემბერი, 12:13
ეს არაა ადექვატური ადამიანი, ადამიანი რა ქალი...
0 1 4