სხვა ჩვეულებრივი ნივთების არაჩვეულებრივი გამოყენება 2015, 15 სექტემბერი, 15:15 ზოგიერთ ნივთს ისეთი გამოყენება აქვს რასაც ვერც კი წარმოიდგენდით. 1. ჩაის პაკეტები, როგორც ჰაერის გამწმენდი გამოყენებული ჩაის პაკეტები ჩადეთ ბანკაში და საყინულეში გაყინეთ, ისინი მშვენივრად წმენდენ მძიმე სუნს მაცივარში. 2. წყალბადის ზეჟანგი – ლაქების ამომყვანი ლაქების ამომყვანი საშუალებების გამოჩენამ ბაზარზე წყალბადის ზეჟანგის უნიკალური თვისება დაგვავიწყა, სინამდვილეში მას გადასარევად ძალუცს ლაქების ამოყვანა. 3. ბავშვთა სველი ხელსახოცები ელექტრო მოწყობილობების გასაწმენდად იდეალურია ბავშვის ჰიგიენური სველი ხელსახოცები. 4. დარიჩინი ჭიანჭველების წინააღმდეგ დაივიწყეთ ძვირადღირებული საშუალებები, მოაპნიეთ დარიჩინი იმ ადგილებში სადაც ჭიანჭველებია და თქვენ განთავისუფლდებით მათგან. 5. კბილის პასტა- სისუფთავის სამსახურში კბილის პასტა გადასარევი საშუალებაა აბაზანის გასაწმენდათ, აგრეთვე ბრწყინვალე საშუალებაა ნივრის სუნისგან გასანთავისუფლებლად სამზარეულოში. 6. ჩაის პაკეტები მეჭეჭის წინააღმდეგ ჩაი შეიცავს ტანინის მჟავას, ამიტომ თუკი ჩვენ ჩაის პაკეტს 15 წუთის განმავლობაში 3-ჯერ გავიჩერებთ მეჭეჭიან ადგილზე ნახავთ რომ მალევე განთავისუფლდებით მისგან. 7. ბანანის ქერქი ჭურჭლის ბრწყინვალების სამსახურში თუკი სერვიზს ბანანის ქერქის შიდა მხრით გავწმენდთ ვნახავთ როგორ ბრწინვალებას შესძენს ის მას. 8. თაფლი ჭრილობების მოსაშუშებლად და ბაქტერიების წინააღმდეგ თაფლს შეუძლია ადვილად მოგიშუშოთ იარა და ყველაფერთან ერთად მშვეიერი ანტიბაქტერიული საშუალებაა. 9. ასპირინი მწერის ნაკმენის წინააღმდეგ გახსენით ასპირინი ცოტა წყალში და მიღებული სითხე წაისვით კოღოს ნაკმენზე, მალევე იგრძნობთ შვებას. 10. სოდა კბილების სიკაშკაშისთვის საჭმელი სოდა არა მარტო უსიამოვნო სუნისგან გაგინთავისუფლებთ პირის ღრუს არამედ კბილებსაც კარგად გაგითეთრებთ. 11. ხელის კრემი ფეხსაცმლის გასაპრიალებლად ხელის კრემი არა მარტო აპრიალებს ფეხსამელს არამედ უფრო არბილებს მას . 12. ნახშირი ნახშირი უნარჩუნებს ჰაერს სისუფთავეს, მაცივარში და თუნდაც ავტომობილში. 13. ძმარი- ჩოთქების გასარეცხად გასვრილი ჩოთქები გააჩერეთ 30 წუთი ცხელ ძმარში და შემდეგ ცხელ ქაფიან წყალში გაავლეთ, ნახავთ რომ ისინი ახლებივით გამოიყურებიან. 14. ალუმინის ფოლგა, მაკრატლის გასალესად ფოლგის ქაღალდზე რამდენჯერმე გაუსვით მაკრატლის პირი და ნახათ რომ ის უფრო მჭრელი გახდება. 15 . ყავის ფილტრი ყავის ფილტრის პაკეტებით იდეალურად გაწმენთ შუშებს. 541 8-ს მოსწონს
|