x
მეტი
  • 30.07.2024
  • სტატია:136240
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510471
ქართველი გოლიათი მამუკა გორგოძე

image















ბრისთოლი, 14 სექტემბერი – საქართველოს ნაკრების თილისმად წოდებული კაპიტანიმამუკა გორგოძე ამომბობს, რომ იგი კარგ ფორმაშია და ტოპ 14-ში ჩატარებული უხვტრავმიანი სეზონის შემდეგ მზადაა მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ფორუმზე წარუძღვეს თავის გუნდს.

31 წლის ქართველი გოლიათისთვის ეს მესამე მსოფლიო თასია. ფრანგული კარიერის დასაწყისში მას მონპელიეში ფაქტიურად ტრავმა არ მიუღია, ხოლო 2014 წელს ტულონში გადასვლის შემდეგ ორჯერ ზედიზედ მუხლი დაუზიანდა და ახალ გუნდში მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„წინა საზონი საკმაოდ რთული გამოდგა“ განაცხადა მან. „ახალ გუნდში ვიყავი, სადაც ადგილის დასამკვიდრებლად ბევრი უნდა მემუშავა, მაგრამ მუხლში ჯვარედინის ტრავმის გამო 8 კვირით გამოვეთიშე თამაშს“.

‘გორგოძილა’ ახალი ძალებით

„ტრავმის მოშუშების შემდეგ, პირველივე შეხვედრაში იგივე, ამჯერად მარცხენა მუხლზე დამემართა და ფაქტიურად სეზონის ბოლომდე ვეღარაფერს ვიზამდი. მაგრამ ახლა 100 პროცენტით კარგ ფორმაში ვარ და მზად ვარ ტურნირისთვის.”

ფრანგები, რომ ‘გორგოძილას’ ეძახიან, მამუკა გორგოძე ტულონში ლევან ჩილავასთან დაკოტე მიქაუტაძესთან ერთად თამაშობს. მსოფლიო თასზე მისი სხვა თანაგუნდელებიდავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი კლერმონში თამაშობენ. ბორჯღალოსანთა მსოფლიო თასის განაცხადში ასევე არიან ტოპ 14-ის სხვა მოთამაშეები: სტად ფრანსეშიდავით ქუბრიაშვლი, ბრივში კარლენ ასიეშვილი და მონპელიეში მიხეილ ნარიაშვილი. ქართველთა განაცხადის კიდევ 8 მოთამაშე ასევე სფრანგეთში, ოღონდ მეორე დონის დივისზიონის კლუბებეში თამაშობენ.

ფრანგული სარაგბო კულტურა

„ქართველი მორკინალები საფრანგეთში ძალიან კარგ გუნდებში ვთამაშობთ. ფრანგული სარაგბო კულტურა განსხვავდება ინგლისურისგან და მგონი ამიტომ ბორჯღალოსნებს გვიადვილდება შეთამაშება ვინაიდან ერთ ჩემპიონატში ვთამაშობთ. ერთად საკმაოდ დიდ ძალას წარმოვადგენთ.“ განაცხადა გორგოძემ.

გორგოძეს მიაჩნია, რომ ტონგას წინააღმდეგ გასამართი პირველი მატჩი გადამწყვეტი იქნება მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებას წარმოადგენს, რათა 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ავტომატურად გავიდნენ.

„ტონგას ძალიან კარგი გუნდი ყავს. ჩვენს მსგავსად მებრძოლნი არიან. მიმაჩნია, რომ ოდნავ, მაგრამ ჩვენზე ძლიერნი არიან. ამ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რათქმაუნდა ყველაფერს გავიღებთ მოსაგებად, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენთან შედარებით ფავორიტები ტონგელები არიან.“

0
434
3-ს მოსწონს
ავტორი:რავიცი რავიცი
რავიცი რავიცი
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0