x
image
ნინონი79
ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა “ჩარლი ებდო”-მ ამჯერად დაღუპული სირიელი ბავშვის ფოტოს მიხედვით შექმნა კარიკატურები

image

ფრანგული ჟურნალი "შარლი ებდო" ცნობილია თავისი პროვოკაციული კარიკატურებით. ამჯერად მან თურქეთის სანაპიროზე გამორიყული, გარდაცვლილი სირიელი ბავშვის თემაზე ააგო კარიკატურები. როგორც The Daily Mirror აცხადებს, კარიკატურამ საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში.


ჟურნალის გარეკანზე გამოსხულია ორი კარკატურა.
ერთზე გარდაცვლილი ბავშვის ფიგურას წარწერა ახლავს მსგავსი შინარსით; "ასე ახლოს მიზანთან", იქვე კი "მაკდონალდსის" რეკლამა წერია: "მიიღე ორი საბავშვო მენიუ ერთის ფასად".

მეორე კარიკატურას კი სათაური ახლავს სიტყვებით; "დადასტურება იმისა, რომ ევროპა ქრისტიანულია". სათაურის ქვეშ გამოსახულია იესო ქრისტე, რომელიც წყალზე მიაბიჯებს და ამბობს; "ქრისტიანები წყალზე დადიან, ხოლო მუსულმანი ბავშვები წყალში იხრჩობიან".

წყარო:
http://www.timesofisrael.com/charlie-hebo-under-fire-for-cartoons-of-drowned-syrian-child/
http://lenta.ru/news/2015/09/14/charlie_strikes_again/

6
213
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინონი79
ნინონი79
213
  
2015, 16 სექტემბერი, 12:28
არაკაცები....
2015, 15 სექტემბერი, 12:32
როცა ავვირთე მახსოვს შ - შარლი დავწერე... :/ ეს რა ცუდი წესი აქვს ამ გვერდს, ტექსტს ვერ შეასწორებ ატვირთვის შემდეგ...
2015, 15 სექტემბერი, 12:27
რეიტინგისთვის ყველაფერზე მიდიან
2015, 15 სექტემბერი, 12:00
თვალშისაცემი იცი რ არის? ამ ჟურნალის თანამშრომლებს რომ ესროლეს , მთელი ევროპა გაერთიანდა და დაგმო და უდანაშაულო ბავშვები რომ იხოცებიან ამაზე მსგავსი ერთიანი პოზიცია არ აქვთ, პირიქით, აგერ თავად ეს აღვირახსნილი გამომცემლობა აშარჟებს ამ საშინელ მომენტს... რაც უნდა ილაყბონ შარლის რედაქციის თაყვანისმცემლებმა და გაამართლონ, თითქოს ამით გულგრილ ევროპას ამხელსო, მაინც აგრესიული და შუბლზე ძარღვგაწყვეტილი გამომცემლობა იქნება პირადად ჩემთვის და არასდროს ვიქნები "შარლი"... დავიჯერო ისე შესტკივა გული ამ დაღუპულ სირიელ ბავშვებზე, რომ ცრემლმორეულმა შექმნა ეს კარიკატურები?! ვისაც ამ გულუბრყვილობის სჯერა კიდევ რა!
2015, 15 სექტემბერი, 10:59
ამაზრზენია ამ თემაზე კარიკატურა, ვგულისხმობ ბავშვის გარდაცვალებაზე.
2015, 15 სექტემბერი, 10:25
კიდევ რომ რამე მოხდეს, ისევ სხვები იქნებიან დამნაშავეები. მე, პირადად ვფიქრობ, რომ რელიგიურ თემაზე, საერთოდ არ შეიძლება კარიკატურების ხატვა.
0 1 6