x
რადიო წამყვანი, რომელმაც სამსახური ტეილორ სვიფტის გამო დაკარგა, მომღერალს სასამართლოში უჩივის!

image




დენვერის რადიოს ყოფილმა წამყვანმა ტეილორ სვიფტს სასამართლოში უჩივლა. მისი მტკიცებით, მან ის სამსახურიდან მომღერლის გამო გააგდეს. თანამდებობა დიჯეი დევიდ მიულერმა იმ ბრალდებით დაკარგა, რომ, ვითომ, ფოტოსესიის დროს ტეილორს დუნდულებზე შეეხო.
თავად ინციდენტი ორ წელზე მეტი ხნის წინ – 2013 წლის 2 ივნისს მოხდა. ტეილორ სვიფტის ერთ-ერთმა მცველმა განაცხადა, რომ დაინახა, როგორ „ეცა“ მიულერი მომღერალს დუნდულებზე. ამ ინციდენტიდან ორ დღეში წამყვანი სამსახურიდან დაითხოვეს.


imageimageimage

სარჩელში, რომლითაც მიულერმა სასამართლოს 2 წლის შემდეგ მიმართა, მითითებულია, რომ ის ტეილორ სვიფტს არ შეხებია და მრავალ ცნობილ ადამიანთან უმუშავია, შეუფერებელ ქცევასთან დაკავშირებული ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე.
ტეილორ სვიფტის წარმომადგენლებმა მიულერის სამსახურიდან გაგდებასთან კავშირი უარჰყვეს. მათ განაცხადეს, რომ მათ დიჯეის დამსაქმებლებს ინციდენტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიაწოდეს, ხოლო მისი გაგდების თაობაზე გადაწყვეტილებასთან მომღერალს კავშირი არ აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ის უდანაშაულოა.

0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0