შოუბიზნესი "დავბრუნდები ციხეში, თუ ამით ბედნიერება დაისადგურებს სრულიად საქართველოში"-მამულიჩა 2015, 14 სექტემბერი, 15:50
ცოტა ხნის წინ, კახა მამულაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი გამოშვება უცნაურ ვითარებაში მოხდა. ჟურნალისტთა ჯგუფი მამულიჩას სულ სხვა სასამართლო დარბაზში ელოდა და უეცრად, სრულიად თავისუფალს მოჰკრეს თვალი. როგორც ირკვევა, დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რათა აღკვეთის ღონისძეიება, პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გირაოს თანხა კი 15000 ლარს შეადგენს. საქმის არსებითი განხილვა გრძელდება, სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის დანიშნული. მამულიჩას გათავისუფლების ფაქტმა საზოგადოების ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია და შერჩევით სამართალზე დაიწყეს საუბარი. "15 000 ლარი გადავიხადე და ეს არის შერჩევითი სამართალი? რადგან მამულიჩა ვარ, იმიტომ? თუ ასეა, საერთოდ რატომ დამიჭირეს? ან მეორე დღესვე რატომ არ გამომიშვეს? ახლა კი გამომიშვეს, მაგრამ ხვალ-ზეგ რა იქნება, არ ვიცი. გირაო გათავისუფლებას არ ნიშნავს, უბრალოდ, პროკურატურამ ჩათვალა, რომ საზოგადოებისთვის არ ვიყავი საშიში. გამართლებით მე არ გავმართლდები. ჩემი საქმე ჯერ დამთავრებული არ არის და როგორ დავისჯები, არ ვიცი. ახლა რა ვქნა, უკან დავბრუნდე? თუ ამით ბედნიერება დაისადგურებს სრულიად საქართველოში, დავბრუნდები ციხეში"-განაცხადა მამულიჩამ. 276 4-ს მოსწონს
|