ნამცხვრები არაბმა მილიარდელმა ქალიშვილის ქორწილისთვის £48,5 მილიონიანი ტორტი შეუკვეთა 2015, 14 სექტემბერი, 10:35 დიდ ბრიტანეთში გამოაცხეს ყველაზე ძვირადღირებული ტორტი მსოფლიოში.ვიღაც არაბმა მილიარდელმა, რომლის სახელიც არ ხმაურდება შეუკვეთა ტორტი, რომლის ღირებულებაც 48 მილიონი ევროა.ამის შესახებ იუწყება გამოცემა Mirror-ი.
ეს საკონდიტრო საოცრება იწონის 450 კილოგრამს.ტორტზე პოდიუმია გამოსახული თავის მოდელებით, ფოტოგრაფებით, მაყურებლებით, რომლებსაც ხელში უკავიათ ხელჩანთები, პლანშეტები, სმარტფონები და ყვავილები.რა თქმა უნდა ყველაფერი ეს კვებისთვის ვარგისია. ტორტზე დაიხარჯა 114 კილოგრამი კრემი და 57 კილოგრამი შოკოლადი.მაგრამ მისი მთავარი განსაკუთრებულობა ამაში არ მდგომარეობს.საქმე იმაშია, რომ ტორტი მორთულია 4 000 ძვირფასი ქვით. გარშემორტყმულ ჯაჭვში მაგალითად ჩალაგებულია 5, 2 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, აგრეთვე 6, 4 კარატიანი ყვითელი ბრილიანტი, 15 თეთრი 5 კარატიანი ბრილიანტი.75 შავი და თეთრი 3 კარატიანი ბრილიანტები და სხვა. ტორტი შექმნა ბრიტანელმა ტანსაცმლის დიზაინერმა დები ვინგამ, ხოლო კონდიტერები მასზე 45 დღის განმავლობაში მუშაობდნენ. 640 8-ს მოსწონს
|