x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138459
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
ფარაონის წყევლის საიდუმლო
image



1922 წლის 3 ნოემბერს "ჰოვარდ კარტერმა" და "ლორდმა კარნარვონმა" ფარაონ

ტუტანხამონის ხელუხლებელი სამარხი იპოვეს.




Howard Carter (ჰოვარდ კარტერი) და Lord Carnarvon (ლორდი კარნარვონი)


image

1923 წლის 17 თებერვალს არქეოლოგები შევიდნენ აკლდამაში. ერთმანეთში

ჩაწყობილ სამ მოოქრულ კუბოში ტუტანხამონის მუმია ესვენა. ფარაონს სახეს ოქროს

ნიღაბი უფარავდა. ნანახით გაოგნებულმა "კარტერმა" კარის თავზე ვერ შეამჩნია

წარწერა: "ვინც ფარაონს ძილს დაუფრთხობს მოკვდება".


image

image

image

imageimageimageimage


თითქოს ექსპედიციამ რაღაც ბოროტი, დაუნდობელი ძალა გაათავისუფლა. 6 დღის

შემდეგ "ლორდი კარნარვონი" კაიროში სასტუმრო "კონტინენტალში" გარდაიცვალა.



image

სიკვდილის წინ მან თქვა: "მესმის ძახილი, იგი მიხმობს... ტუტანხამონი..."

იმ საღამოს ქალაქში გაუგებარი მიზეზით ელექტრობა რამდენჯერმე გამოირთო და

ჩაირთო, ინგლისში კი, ლორდის ქალაქგარეთა მამულში, მთელი ღამე მისი საყვარელი

ძაღლი ყმუოდა. გამთენიისას ძაღლი დაწყნარდა და მოკვდა.


"კონტინენტალში" გარდაიცვალა არქეოლოგი "არტურ მეისი", რომელმაც აკლდამის

კარიდან ბოლო ქვა გადააგორა.




Arthur Cruttenden Mace (არტურ მეისი)

image



რადიოლოგი "არჩიბალდ რეიდი", რომელმაც სამარხის ასაკი განსაზღვრა, ინგლისში

ჩასვლის თანავე გარდაიცვალა.


image
მას მიჰყვა გათხრების 22 მონაწილე.


imageimageimageimageimage
შემდეგ კი მათი ნათესავების ჯერი დადგა.

კაიროში გარდაიცვალა ამ ექსპედიციის კიდევ ერთი წევრი – ბატელი. მამამისმა,

"ლორდმა უესბურნიმ" შვილის გარდაცვალება, რომ გაიგო, ფანჯრიდან გადახტა.

მხოლოდ "ჰოვარდ კარტერი" გარდაიცვალა თავისი სიკვდილით 1939 წელს.
ეს იდუმალებით მოცული სიკვდილიანობა 1939 წელს დროებით შეწყდა...

1972 წელს ტუტანხამონის ნიღაბს ლონდონიში გამართული გამოფენისთვის

ამზადებდნენ. ტრანპორტირებაზე პასუხისმგებელი იყო დოქტორი "ჰამელ მეჰრეზი", რომელსაც წყევლისა საერთოდ არ სწამდა. შეფუთული ნიღაბი აეროპორტში უკვე წაიღეს. მეჰრეზიც გაყოლას აპირებდა, მაგრამ... მოულოდნელად საკუთარი კაბინეტის

ზღურბლთან წაიქცა. როგორც ექიმებმა დაადგინეს, იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.


image

ტუტანხამონის სამარხის გახსნიდან დღემდე ცდილობენ მეცნიერები ამ საიდუმლოს

ამოხსნას. ფიზიკოსი "ლუის ბულგარინი" ფიქრობს, რომ შეიძლება ეგვიპტელები

სამარხებში იატაკს ურანით ფარავდნენ ან სამარხებს რადიოაქტიური ქვით

აპირკეთებდნენ.


მისტიკური ვერსიის თაყვანისმცემლების აზრით, ეს არის "კას" საშინელი ძალა.

ძველი ეგვიპტელების ფილოსოფიის თანახმად, "კა" არის გარდაცვლილის სულიერ და

ფიზიკურ საწყისთა ერთიანობა. საკმარისია "კამ" სამარე დატოვოს, რომ იგი უმართავი

ხდება.


ტუტანხამონი ტახტზე ჩვ.წ.აღ-მდე 1333 წელს ავიდა. 1323 წელს კი ეგვიპტის

ახალგაზრდა მბრძანებელი მოღალატურად მოკლეს. სავარაუდო მკვლელი ორია:


ტუტანხამონის ვეზირი "აიე", რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა და

ტუტანხამონის ქვრივი ცოლად შეირთო, ან


"ომერჰები", მთავარსარდალი, რომელმაც "აიეს" სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება

ხელში ჩაიგდო.


ბევრი ეგვიპტელის აზრით, სამარხმა ასე შესანიშნავად, რომ მოაღწია ჩვენამდე, ეს

"ომერჰების" დამსახურებაა. ძალაუფლება, რომ ჩაიგდო ხელში მან, ფარაონის სახელი

ტაძრების კედლებიდან და ძეგლებიდან წააშლევინა, ტუტანხამონის განსასვენებლის

გაძარცვა და დანგრევაც შეეძლო, მაგრამ ხელუხლებელი დატოვა. ეტყობა, იცოდა, რომ

იქ რაღაც ისეთი საიდუმლო იმალებოდა, რის მოსპობასაც ვერ შეძლებდა...

6
833
14-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
833
  
2015, 13 სექტემბერი, 20:35
მეც. :)
2015, 12 სექტემბერი, 23:04
მადლობა მეგობარო...
2015, 12 სექტემბერი, 22:58
ზე საინტერესოა და გავაზიარე
2015, 12 სექტემბერი, 21:13
:)
2015, 12 სექტემბერი, 21:08
აგატა კრისტის რომანი გამახსენდა :)
2015, 12 სექტემბერი, 21:04
()
0 1 6