ნამცხვრები წარმოუდგენელი დესერტი "პლიტკა" შოკოლადისგან (+ვიდეო) 2015, 13 სექტემბერი, 9:14 შოკოლადი (ინგლ. Chocolate, ფრანგ. Chocolat) არის ტერმინი, რომელიც კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის აღნიშვნისთვის გამოიყენება. შოკოლადის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეული კაკაოს მარცვლებია, რომლებიც წარმოადგენენ კაკაოს ხის ნაყოფს, რომელიც დედამიწის ტროპიკულ რაიონებში იზრდება. ეს ის სასუსნავია, რომელმაც დაიმონა კაცობრიობის უმეტესობა, ვინაიდან შოკოლადში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები აფხიზლებს ადამიანს, ზრდის მის შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას და სტრესს, აუმჯობესებს მეხსიერებას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აფერხებს დაბერების პროცესს. შავი შოკოლადის მიღება სისხლის წნევას დაბლა წევს და ინსულინის მიერ შაქრის რეგულირებასაც აუმჯობესებს.
საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა შოკოლადის მრავალი სახეობა. ეს განპირობებული იყო როგორც კულტურათა და ტრადიციათა თავისებურებებით, ასევე ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითად, თუ ახალ სამყაროში შოკოლადი ცხარე წიწაკით უნდა ყოფილიყო შეზავებული, ევროპელი გურმანებისთვის ის აუცილებლად ვანილით და შაქარით უნდა გაემდიდრებინათ. თანამედროვე მსოფლიოსათვის მზა შოკოლადის მრავალი სახეობაა ცნობილი. მათ ყველას საფუძვლად კი სუფთა შოკოლადი უდევს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მძაფრად გამოხატული მწარე გემო და მდიდარი არომატი. ფერის მიხედვით განასხვავებენ: შავი, ყავისფერი და თეთრი შეფერილობის. მდგომარეობის მიხედვით კი შოკოლადი გვხვდება: თხევადი, მყარი და შოკოლადის ფხვნილი. შოკოლადის საერთაშორისო დღესაც აღნიშნავენ თქვენდა გასაოცად და აქამდე თუ არ იცოდით, გახსოვდეთ, რომ 11 ივლისი შოკოლადის საერთაშორისო დღეა. პირველად კი 1995 წელს ფრანგებმა აღნიშნეს. ზოგადი წარმოდგენის შემდეგ თუ საიდან აქვს სათავე, როგორი შემცველობის და რაოდენ სარგებელია ეს ნუგბარი, დამატებით მინდა არაჩვეულებრივი რეცეპტი გაგანდოთ, სადაც ტკბილეულის მოყვარულები ჩაის დესერტს სიახლეს ნამდვილად შემატებთ. დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 1. პლიტკა შოკოლადი. 2. საფუარიანი ცომი. 3. 1ცალი კვერცხი. მომზადება: საფუარიანი ცომი მართკუთხა ფორმაზე გააბრტყელეთ, სათავედან შუაში დაადეთ პლიტკა შოკოლადი. შოკოლადის გვერდებში დარჩენილი ცომი ზოლებად დასერეთ და შემდეგ ეს ზოლები ნაწნავის სახით შეკარით ისე, რომ შოკოლადი შიგნით მოექცეს. გააკეთეთ ერთგვარი მუმია, ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. გამზადებულ მუმიას გადაუსვით ზემოდან გათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. ჩაისთან მისაყოლებელი, აი ასეთი გემრიელი დესერტის გამოცხობა შეგიძლიათ სულ რაღაც 20 წუთში. უფრო ნათელი მაგალითისთვის იხილეთ ვიდეო: 365 11-ს მოსწონს
|