ქალი და მამაკაცი ,,სიყვარული ბრმაა’’-84 წლის მამაკაცმა 24 წლის გოგონაზე იქორწინა 2015, 12 სექტემბერი, 11:52 “სიყვარული ბრმაა’’-84 წლის მამაკაცმა 24 წლის გოგონაზე იქორწინა... მედია მოიცვა მეტად გასაოცარმა ინფორმაციამ, რომელიც ეხებოდა ცნობილ რუს 84 წლის მსახიობსა და ყოფილ ლექტორ ივანე კრასკოსა და 24 წლის სტუდენტ ნატალია შევეს ქორწინებას. მიუხედავად იმისა, რომ ნატალია ყოფილი სტუდენტი იყო 84 წლის კრასკოსი გადადგა ეს ნაბიჯი.ნატალიამ განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო ცოლად გაჰყოლოდა ყოფილ ლექტორს, რადგან მის მიმართ დიდი სიყვარული და ურთიერთგაგება ამოძრავებდა. თუმცა, საქორწინო ცერემონიალის დროს მოხდა ერთი ინციდენტი, როდესაც პატარძალსა და მეფეს შორის ხდებოდა ბეჭდების გაცვლა, ვიღაცამ შეურაწმყოფელი ფრაზით მიმართა წყვილს, მიუხედავად ამისა ამას ხელი არ შეუშლია ცერემონიალის ჩატარებასა და დასრულებაში. როდესაც მოვიდა დრო ნატალიას უნდა ეკოცნა მეუღლესათვის, სიძულვილის ემოციის დაფარვა ვერ შეძლო ნატალიას ნათესავმა ივანა ივანოვიჩმა... წყვილის ცხოვრებამ და მათმა გადადგმულმა ნაბიჯმა დიდი ყურადღება გამოიწვია “პაპარაცებისა’’ და მედიის მხრიდან...პრესაში გაჩნდა ფრაზა: “ყველაფერი გაივლის, გაივლის და ესაა’’... განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ნატალიას დედამ ნატალია შეველმა არ ისურვა ქალიშვილის ქორწილზე მისვლა და მან გააგზავნა შეტყობინება, სადაც აღნიშნა რომ დღეიდან მას ქალიშვილის ხილვა აღარ სურდა, ამის მიუხედავად მას ბედნიერებას უსურვებს.... 651 3-ს მოსწონს
|