Opel -ი არ დაელოდა ფრანკფურტის ავტოსალონის პრემიერასა და წარმოადგინა Astra -ს ახალი უნივერსალი. პრაქტიკულმა Astra Sports Tourer -მა საგრძნობლად დაიკლო წონაში, მიიღო მაღალეფექტური ძრავები და პარამეტრების დიდი ნაკრები.
ავტომობილის საბაზო ვარიანტი იწონის 1263 კგ-ს. წინამორბედთან შედარებით ავტომობილმა საშუალოდ 200 კგ -ით დაიკლო. Astra -მ სიგანეში 57 მმ -ით მოიმატა, ხოლო სიგრძეში დარჩა თითქმის იგივე. ამასთან 80 ლ -ით გაიზარდა საბარგულის მოცულობა – 1630 ლ საერთო ჯამში.
რაც შეეხება ძრავებს გეტვყით, რომ ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ბენზინისა და დიზელის ტურბო ძრავებით, რომელთა მოცულობაც იქნება 1, 0-1, 6 ლ., ხოლო სიმძლავრე 95 -დან 200 ცხენის ძალამდე. ავტომობილი ასევე აღიჭურვება ფუნქციონალური მულტიმედიური სისტემით, რომელსაც აქვს Apple CarPlay -სა და Android Auto -ს მხარდაჭერა. ასევე მატრიცული შუქდიოდური ფარებითა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების კომპლექსით, რომელიც შეიცავს შეჯახების შესახებ გამაფრთხილებელს.
ახალი Astra -ს ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ავტომობილის გაყიდვები დაიწყება მისი ცოცხალი ჩვენებიდან რამოდენიმე კვირაში – დაახლოებით ოქტომბერში.