სხვა სასტუმრო პერუში მხოლოდ მამაცებისთვის 2015, 9 სექტემბერი, 10:26 ეს პატარა და გამჭვირვალე სასტუმრო ოთახები პერუში მდებარეობს, მიწიდან 400 მეტრის სიმაღლეზე და ისინი კლდეზეა მიმაგრებული. ისინი ალპინისტებისთვის და უბრალოდ მამაცი ტურისტებისთვის არის მხოლოდ განკუთვნილი, რადგან გამჭვირვალე კედლები სიმაღლეს ყოველ ნაბიჯზე შეახსენებს ადამიანს. სუსტი გულის მქონე, აკროფობიით (სიმაღლის შიშით) შეპყრობილი კი ნამდვილად ვერ გაუძლებს ამას. შესაბამისად, ვერც იმას შეამჩნევს, თუ რამდენად ლამაზი პანორამა იშლება ამ პატარა და კომპაქტური სასტუმროს ოთახებიდან. 294 4-ს მოსწონს
|