x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ოცი სასარგებლო რჩევა, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ
სასარგებლო რჩევა ზედმეტი არასოდეს არაა. თითოეული დიასახლისისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ საყოფაცხოვრებო წვრილმანებმა არ გაუფუჭოს ხასიათი და არ დააკარგვინოს დრო. უცნობი ლაქა დივანზე ან ტანსაცმელზე, ჩანთაში გატეხილი და დაღვრილი კვერცხი, სველი ფეხსაცმელი თუ ხორცი, რომელიც არა და არ იხარშება - ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებია, თუმცა ისინი გარკვეული ნერვების ფასად გვიჯდება. დაიხსომეთ, რომ არ ღირს უბრალო პრობლემებზე ნერვების შლა და ძვირფასი დროის დაკარგვა. ისარგებლეთ რჩევებით, რომლებსაც გამოცდილი დიასახლისები გვთავაზობენ და გაუმკლავდით ცხოვრებისეულ მცირე პრობლემებს მარტივად.


image


მაშ ასე, გთავაზობთ ოც სასარგებლო რჩევას, რომლებიც ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას გაგიმარტივებთ.


1. ყველაზე გემრიელი კატლეტები გამოდის ფარშიდან, რომელსაც ხახვთან, ნიორთან, სანელებლებთან და მარილთან ერთად შეზავებულს 4-5 საათით გააჩერებთ მაცივარში. ამ დროს ხორცი მცირედით ბასტურმდება და კერძი გაცილებით გემრიელი და არომატული იქნება.



image


2. თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, დალიეთ ცხელი რძე, რომელშიც ცოტაოდენი ილი იქნება დამატებული. ეს სასმელი სწრაფად აქრობს ანთებით პროცესებს.


image


3. თუ გსურთ სწრააფად გააჩაღოთ კოცონი, აუცილებლად იქონიეთ თან კარტოფილის ჩიპსები. ის ყველანაირ საწვავ სითხეებზე-ნავთსა და დიზელის საწვავზე უკეთესადაც კი მოქმედებს და ეფექტურია სველი შეშის შემთხვევაშიც.


image


4. თუ უცაბედად ხელი დაიწვით, დამწვარზე მაშინვე წაისვით კბილის პასტა. ტკივილი და წვა უცებ გაივლის.


5. კარტოფილი გაცილებით უფრო სწრაფად მოიხარშება, თუ ხარშვის დროს ქვაბში კარაქის პატარა ნაჭერს დაამატებთ.


6. ლობიოს სწრაფად მოსახარშად სულაც არაა საჭირო მისი წინა დღით დალბობა. უბრალოდ ხარშვის დროს ყოველ 10 წუთში ერთხელ დაამატეთ ცივი წყალი. ლობიო ორჯერ უფრო მალე მოიხარშება.


image


7. გინდათ გაიგოთ, ახალია თუ არა კვერცხი? - ჩაუშვით ის ცივ წყლით სავსე ჭიქაში. ახალი კვერცხი ფსკერზე დაეშვება, ხოლო ძველი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება.


8. ღვეზელის ან მშრალი ნამცხვრის (პეჩენიის) მომზადებისას კვერცხის მაგივრად თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანანი - ერთი ცალ ბანანი ორ კვერცხს უდრის.


image

9. წებოვანი ლენტის (სკოჩის) კვალის მინიდან მოსაცილებლად წაუსვით პრობლემურ ადგილს მზესუმზირის ზეთი, დააყოვნეთ ათი წუთი და შემდეგ გაწმინდეთ სამზარეულოს ქაღალდით.


10. ტანსაცმლიდან საღებავის ლაქების ამოყვანაში დაგეხმარებათ აცეტონი. წაუსვით ის დალაქავებულ ადგილს, დაიცადეთ ხუთი წუთი და შემდეგ გარეცხეთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად აცეტონის შემდეგ გამოიყენეთ ნიშადურის სპირტი.


11. თუ გაბზარული კვერცხის მოხარშვა გინდათ, წყლის მაგივრად მოხარშეთ ის ორთქლის აბაზანაზე. ამით თავიდან აიცილებთ ხარშვის დროს ცილის გარეთ გადმოღვრას.


image


12. თუ ზამთრის ფეხსაცმელი ან ჩექმა შიგნიდან დაგისველდათ, მისი გაშრობა ძალიან იოლია ცხელი მარილის მეშვეობით. გააცხელეთ მარილი კეცზე ან ტაფაზე, ჩაყარეთ წინდაში და ეს წინდა მოათავსეთ სველ ფეხსაცმელში. ამ მეთოდით ფეხსაცმელი მომენტალურად შრება.


13. რძე გაცილებით მალე ადუღდება, თუ მასში მწიკვ შაქარს ჩაყრით.


14. ყველის გახეხვის წინ წაუსვით სახეხს ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი. გახეხვის პროცესი გაცილებით გაგიადვილდებათ და სახეხიც ადვილად გაირეცხება.


image


15. უსიამოვნო სუნი სამზარეულოდან შეგიძლიათ გააქროთ ძალიან იოლი მეთოდით: დაასხით ტაფაზე ერთი სუფრის კოვზი ძმარი და ადუღეთ სრულ ამოშრობამდე. ცუდი სუნი სწრაფად გაქრება.


16. დამჭკნარი ლიმონი შეგიძლიათ გააცოცხლოთ მარტივი წესით: მოათავსეთ ის ცივ წყალში ორიოდე საათით. ლიმონი ახალივით გახდება.


17. თავის ტკივილის დროს წაისვით შუბლზე ლიმონის ნაჭერი. ციტრუსი შესანიშნავად ამშვიდებს და ხსნის ტკივილს.


18. თუ ახალი ფეხსაცმელი ცოტათი გიჭერთ, გამოიყენეთ პატარა ეშმაკობა მის "მოსარჯულებლად": ჩაიცვით ფეხზე სამი წყვილი წინდა, ამოიცვით ახალი ფეხსაცმელი და ათი წუთის განმავლობაში მიმართეთ მისკენ ფენიდან გამოსული ცხელი ჰაერის ჭავლი. ფეხსაცმელი გაცილებით მოსახერხებული გახდება და აღარ მოგიჭერთ.


image


19. დამსხვრეული მინის ნატეხების შეგროვება შესაძლებელია პლასტელინის მეშვეობით: მისი დახმარებით იატაკზე მინის სულ პატარა ნამცეციც კი არ დარჩება.


20. თუ ნერვიული წიკი (უნებლიე მოძრაობა) დაგემართათ, ცერა თითი დაიჭირეთ წერტილზე, რომელიც მდებარეობას თქვენს ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის. ეს ხერხი სწრაფად დამშვიდების საშუალებას იძლევა.

2
1909
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1909
  
2015, 23 სექტემბერი, 17:08
მე არ მიცდია, სიმართლე გითხრა..ეტყობა დაწვისთანავე უნდა წაისვა მცირე ხნით და პირველი ეფექტი რაც ექნება, ეგაა..დიდხანს გაჩერება მართლაც არ იქნება სასარგებლო.
2015, 23 სექტემბერი, 16:59
ერთში მეპარება ეჭვი, კბილის პასტა დამწვრობისას არამგონია სასარგებლო იყოს, ორიოდე წუთს მისი მენთოლი ალბათ შეაჩერებს წვისგან გამოწვეულ ტკივილს, მაგრამ მგონია რომ წვას უფრო მეტად შეუწყობს ხელს, კანზე ცოტა ხნით რომ გავიჩეროთ კბილის პასტა ჯანმრთელ კანსაც კი ამოწვავს და წარმომიდგენია ჭრილობაზე რამდენად სახიფათო იქნება.
0 1 2