სხვა შეცვალეთ ცხოვრება 2015, 8 სექტემბერი, 11:54 ამ სტატიაში გაგანდობთ საიდუმლოს. მხოლოდ ერთი მეთოდი და თქვნ მიაღწევთ ბევრ მიზანს, გახდებით უფრო თავდაჯერებული და დღის ბოლომდე იქნებით ენერგიით სავსე. შეიძლება პირველ დღეებში იდეების მომძლავრებამ ძილი დაგიფრთხოთ. ყოველ შემთხვევაში მე ასე დამემართა : თქვენ იქნებით 100% დარწმუნებული თქვენს სიტყვებში და ქცევებში. იმიტომ რომ ისინი გამოგონილი არაა, მათ მიღმა ნამდვილი ძალაა, ძალა რომელიც უფრო და უფრო მოგემატებათ და თქვენ არასდროს აღარ დაკარგავთ მას, იმ შემთხვევაშიც თუკი თქვენ ეს გენდომებათ. თქვენ აღფრთოვანდებით თქვენი მიღწევებით. აღმოაჩენთ საკუთარ თავში დიდ პოზიტივს . და ამ პოზოტივის მომტანი თქვენვე ხართ. მოკლედ რა ხდება? რა არის ამის საიდუმლო? როგორ მივაღწიოთ იმას რომ მოტივაცია არ დავკარგოთ ყოველდღიურად? როგორ შევძლოთ რომ ძილის წინაც და გაღვიძებისთანავეც არაჩვეულებრივ ხასიათზე ვიყოთ. როგორ შევაჩეროთ მიღწევები რომ ისინი არ გაგვექცნენ? აი პასუხი: თქვენს თავში ეძებეთ, ის თქვენშია. და აი ამოხსნა: აიღეთ დღიური, რომელშიც ჩაწერთ თქვენს ყოველდღიურ მიღწევებს. ეხლავე სამუშაო მაგიდაზე შექმენით თქვენი ფაილი და დააწერეთ "ჩემი მიღწევები" ეს იყოს საწყისი წერტილი. პატარა წვრილმანებიც ჩაწერეთ რაც გაგაღიმებთ და საკუტარ თავს უკეთ დაგანახებთ. ყოველ დღე, დღევანდელიდან დაწყებული ჩამოწერეთ 5 საქმე რომელსაც თქვენ საქმედ ჩათვლით წარმატებულად და რაც მთავარია ეს სამეები უნდა დაასრულოთ. მაგალითად: მე დღეს წავიკითხე ესა და ეს სტატია, გავაკეთე ეს რაც დიდი ხანია არ გაგიკითებიათ, წავედი აქ, ვნახე ეს, მომივიდა ესა თუ ის იდეა, ოღონდ არ ჩაწეროთ განზრახვები რომელიც ჯერ არ გაგიკეთებიათ. წერეთ მხოლოდ ის რაც უკვე მოხდა. დაწერეთ ყველა წვრილმანი, ყველა შეუმჩნეველი მიღწევა, იამაყეთ საკუტარი თავით და იმ მიღწევებით და საქმეებით რაც გააკეთეთ, ეს ძალიან ადვილია, თქვენ უნდა გახარებდეთ პატარა მიღწევაც კი!!! დაიწყეთ მცირეთი და არ გაჩერდეთ. იკითხეთ სტატიები, წიგნები, ჩაეწერეთ კურსებზე. დღეს ხომ ხვალინდელი ღის "გუშინ" არის? რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად გაიზრდება მიღწევების რაოდენობა და თქვენ მოგიწევთ რამოდენიმე მიღწევის გაერთიანება. დამიჯერეთ ერთი თვის შემდეგ თქვენ გაცილებით წარმატებული იქნებით. 5 წელში კი თქვენ აბსოლიტურად ფინანსურად დამოუკიდებელი გახდებით, როგორც ამბობენ ბედნიერება ფულში არაა, მაგრამ ბედნიერება ხომ კარგ ცხოვრებაშია? რაც ყველაზე მთავარია, კვირაში ერთხელ თქვენ მიღწევებს გადაავლეთ თვალი, ეს თავდაჯერებულობას მოგიმატებთ. გისურვებთ წარმატებას!!! 99 8-ს მოსწონს
|