x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
გამანადგურებლებზე სწრაფი კოლიბრები

imageროგორც ბერკლის უნივერსიტეტის (კალიფორნია) ერთ-ერთი ასპირანტი აღნიშნავს, კოლიბრი სიგრძით გამანადგურებელზე გაცილებით პატარაა, მაგრამ თუ ერთ წამში მათი ფრენის სიჩქარეს შევაფარდებთ, კოლიბრი უფრო სწრაფია. ქრისტოფერ კლარკმა ფირზე აღბეჭდა მამრი კოლიბრის (ანას კოლიბრი) ტრფობის რიტუალი. ის მდედრი კოლიბრის მოსახიბლად დიდი სისწრაფით ეშვება ძირს და „აკრობატივით მანევრირებს ჰაერში. წამში ასეთი სიჩქარის განსავითარებლად 400-ჯერ მეტი სიგრძის სხეულია საჭირო. ეს ჩიტი ისეთ სისწრაფეს ავითარებს, რომ პირობითად გამანადგურებლის მაქსიმალურ სიჩქარეს აჭარბებს“, — ამბობს კლარკი. წყლიდან ამოფრენისას კოლიბრს ათჯერ მეტი სიმძლავრის წინაღობის დაძლევა უწევს. ასეთი წინაღობის შემთხვევაში პილოტი აფრენისას გონებას დაკარგავდა.

0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0