
ქვეყნებს შორის საზღვარი ალბათ უფრო მკაცრად კონტროლილებული ტერიტორიის, გაბმული მავთულის სახით წარმოგვიდგენია, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას შორის საზღვარი სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
წარმოგიდგენთ ამ უჩვეულო და საინტერესო საზღვრების სურათებს.
ნორვეგია – შვედეთი
ასე შეგიძლია ჩასრიალდე ერთი ქვეყნიდან მეორეში
პოლონეთი – უკრაინა

გიგანტური თევზი პოლონეთსა და უკრაინას შორის ქვეყნებს შორის პირობითი საზღვრის სიმბოლოა, რომელიც პოლონელმა მხატვარმა იაროსლავ კოზიარამ შექმნა.
შვედეთი – ფინეთი

შვედეთსა და ფინეთს შორის საზღვარზე გოლფის თამაშიც შეგიძლიათ.
ჩინეთი – მონღოლეთი

არაფერი უჩვეულო არაა ჩინეთსა და მონღოლეთის საზღვარზე. უბრალოდ ორი დინოზავრი კოცნის ერთმანეთს.
არგენტინა- ბრაზილია-პარაგვაი

მარცხნივ – არგენტინა, მარჯვნივ – ბრაზილია, ხოლო შუაში კი – პარაგვაი.
ბრაზილია – ურუგვაი

აქ საზღვარი პირდაპირ ტროტუარზე გადის.
ბელგია – ნიდერლანდი

შედიხარ კაფეში ნიდერლანდიდან და გამოდიხარ ბელგიიდან.
ნეპალი – ჩინეთი

პირდაპირ ევერესტზე გადის აქ საზღვარი
რუსეთი – აშშ

ესაა კუნძული ამ ორ დიდ ქვეყანას შორის. ჩუკოტკიდანაც და ალასკიდანაც ეს კუნძული 35 კილომეტრშია. მიუხედავად ამისა დროში განსხვავება 21 საათია.
კანადა – აშშ

ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარი გადის სოფელზე Derby Line, პირდაპირ შენობის გავლით.
ნიდერლანდი – გერმანია

ეს საზღვარი ბიზნეს-ცენტრში Eurode-ში მეტალის ზოლითაა აღნიშნული. მართალია საფოსტო ყუთები საზღვრიდან ორივე მხარესაა განთავსებული, მაგრამ წერილები აღნიშნულ მისამართამდე მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღწევს.
გერმანია – ჩეხეთი

საზღვარი საოცარი ხედით