კომპიუტერები და პროგრამები
ბილ გეითსი CTRL-ALT-DELETE-ს შესახებ საუბრობს
2015, 7 სექტემბერი, 20:21
ალბათ ყველას ვისაც პერსონალური კომპიუტერი აქვს უსარგებლია კლავიშთა კომბინაციით
CTRL-ALT-DELETE, რომელსაც არამხოლოდ task Manager-ი გამოაქვს, არამედ მრავალი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება.
თუმცა კომპანია microsoft-ის შემქმნელი ფიქრობს რომ კლავიშთა ეს კომბინაცია შეცდომაა. მან 21 სექტემბერს ჰარვარდის უნივერსიტეტში ფინანსურ ლექციაზე გამოსვლისას განაცხადა რომ კომბინაცია შეიქმნა ამ საქმეზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა თანხმობის გარეშე:
“ეს იყო შეცდომა. ჩვენ შეგვეძლო ეს ფუნქცია მხოლოდ ერთი ღილაკისთვის მიგვენიჭებინა. თუმცა IBM ის წარმომადგენელმა, რომელიც კლავიატურის დიზაინზე მუშაობდა, გადაწყვიტა წაერთვა ჩვენთვის ამის საშუალება.”
ასეთი გზით ცნობილმა ინჟინერმა დევიდ ბრედლიმ მოიგონა კლავიშთა კომბინაცია «Ctrl», «Alt» და «Delete».