x
image
კოლა22
ხდის ადამიანს უფრო აგრესიულს ძალადობრივ ვიდეოთამაშებზე ფიქრი?

imageრამდენ ხანს შეიძლება გაჰყვეს ადამიანს აგრესია ძალადობრივი ვიდეოთამაშების თამაშის შემდეგ? მკვლევარებმა სტუდენტები, როგორც გოგოები, ისე ბიჭები, ორ ჯგუფად დაყვეს და ერთ ჯგუფს დაავალეს, 20 წუთის განმავლობაში ეთამაშა ძალადობრივი თამაშები, მეორეს — კი არაძალადობრივი. „შემდეგ, თითოეული ჯგუფის ნახევარს უთხრეს, ეფიქრათ თავიანთ თამაშზე. მეორე დღეს მონაწილეები შეაჯიბრეს ერთმანეთს. გამარჯვებულს შეეძლო, დაესაჯა მოწინააღმდეგე იმით, რომ გამაყრუებელი ხმით ჩაეყვირა მისთვის საყურისში“. უფრო მეტი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ის ბიჭები, რომლებსაც ძალადობრივ თამაშებზე ფიქრი დაავალეს. „ჩვეულებრივ ძალადობრივ თამაშებს 20 წუთზე მეტხანს თამაშობენ ხოლმე და, ალბათ, ღრმად ფიქრობენ ამ თამაშზე, “ — აღნიშნავენ ამ გამოკვლევის ავტორები ერთ-ერთ ჟურნალში. არანაირი განსაკუთრებული აგრესია არ აღენიშნებოდათ გოგონებს, რომლებსაც ჩვეულებრივ არ უყვართ ძალადობრივი თამაშები (Social Psychological and Personality Science).

0
46
3-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0