x
image
ციცი
Mediator image
"სასაცილოები და სულელები"-ქალი, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავთა ფოტოების პაროდიებს აკეთებს.
image
ავსტრალიერი კომიკოსი მსახიობი ქალი, სელესტა ბარბერი, მსოფლიო ვარსკვლავების ფოტოებსა და სელფებს იმიტაციას უკეთებს და სოციალურ ქსელ "ინსტაგრამაზე" ტვირთავს.

მან ფოტოების გადაღება ორი თვის წინ დაიწყო. თავიდან სელებრითების ფოტოების პაროდიას მეგობრების გასახალისებლად აკეთებდა, მაგრამ შემდეგ უკვე იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო და პოპულარობა მოეპოვებინა. და მართლაც მისმა ამ სასაცილო ფოტოებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.


სელესტა ბარბერი სოციალურ მედიაში საკუთარ ტენდენციებს ადგენს და სურს საზოგადოებას დაანახოს როგორი არარეალურია ვარსკვლავების პოსტები.

მსოფლიო ვარსკვლავების უმრავლესობა აქვეყნებს ინსტაგრამის საკუთერ გვერდზე სურათებს, რომლებიც ცნობილების აზრით ასახავს მათ რეალურ ცხოვრებას, მაგრამ სინამდვილეში ისინი შორს არიან რეალობისგან-ასე ფიქრობს კომიკოსი მსახიობი სელესტა ბარბერი.


კიმ კარდაშიანის და კაილი ჯენერის პაროდიული ფოტოები ლიდერობენ მის კოლექციაში. სელესტას კიმ კარდაშიანის და მისი ოჯახის ფოტოების იმიტაცია ყველაზე მეტად ახალისებს. როგორც ჩანს კომიკოსი ყველაზე არაბუნებრივად კარდაშიანების ოჯახს მიიჩნევს, ისინი სხვა ცნობილებთან შედარებით უფრო მეტ სასაცილო და სულელურ კადრებს აქვეყნებენ. ზოგჯერ ჟიზელ ბუნდჰენი, მირანდა კერი და მომღერალი ჯასტინ ბიბერიც იძლევიან საბაბს, რომ მათი ფოტოებიც ჩააყენოს სასაცილო მდგომარეობაში.

ვინ იცის იქნებ სელესტა ბარბერის ამ კომიკურმა ფოტოებმა ჩააფიქრონ მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ნაკლებად გამოაქვეყნონ საკუთარი "ხელოვნური" ფოტოები სოციალურ ქსელებზე, რომლებიც თითქოსდა მათ რეალურ ცხოვრებას ასახავს...

ახლა კი გთავაზობთ ამ სახალისო ფოტოებს:

imageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
163
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0