x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვეგეტარიანელები სქესობრივად "დუნენი" არიან - ვეგეტარიანული კვების პლუს-მინუსები
ვეგეტარიანელობა ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც ხასიათდება უპირველესყოვლისა კვებით და გამორიცხავს ნებისმიერ ცხოველურ საკვებს: ხორცს, ფრინველს, თევზს და ცხოველური წარმოშობის ზღვის პროდუქტებს. რძის პროდუქტებს და კვერცხს ვეგეტარიანელების მხოლოდ ნაწილი იგნორირებს. სადავო პროდუქტებს ასევე ეკუთვნის თაფლიც. ზოგი ვეგეტარიანელი, კვების პროდუქტების გარდა, ასევე იგნორირებს:
ტანსაცმელს და სხვა პროდუქციას, რომლის ნაწილებიც ბეწვსა ან ტყავისგან არის დამზადებული.


image

სიტყვა "ვეგეტარიანელი" ჩამოყალიბდა ლათინური სიტყვისგან vegetus (მხნე, ნედლი, ცოცხალი), ოქსფორდის ლექსიკონის თანახმად კი, ტერმინი ვეგეტარიანელი (vegetarian) მოდის ინგლისური სიტყვიდან – vegetable (მცენარე, ბოსტნეული). ლექსიკონში აღნიშნულია, რომ სიტყვა მხოლოდ 1847 წელს, ვეგეტარიანული საზოგადოების შექმნის შემდეგ გახდა პოპულარული.


ვეგეტარიანელების 4 ტიპს გამოყოფენ: 1)ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანელობა, რომლის მიმდევრები არ მიირთმევენ ხორცს, თევზს და ზღვის სხვა პრიდუქტებს, თუმცა კვერცხს, თაფლსა და რძეს გეახლებიან. 2)ლაქტო-ვეგეტარიანელობა, რომლის მიმდევრები არ მიირთმევენ ხორცს, თევზს, ზღვის სხვა პრიდუქტებსა და კვერცხს, თუმცა მიირთმევენ რძესა და თაფლს. 3)ოვო-ვეგეტარიანელობა, რომლის მიმდევრები არ მიირთმევენ ხორცს, თევზს, ზღვის სხვა პრიდუქტებსა და რძეს, თუმცა მიირთმევენ ტაფლსა და კვერცხს. 4)ვეგანობა, საერთოდ არ მიირთმევენ ზემო ჩამოთვლილი პროდუქტებიდან არაფერს და მათ შორის მხოლოდ თაფლს და ისიც იშვიათად.


რაც შეეხება ტერმინ ვეგანობას, ის მოიგონა დონალდ უოთსონმა 1944 წელს, როდესაც ის გახდა ბრიტანეთის ვეგანების საზოგადოების ერთ-ერთი თანადამფუძნებელი — რაც თავდაპირველად ნიშნავდა „არა რძის ვეგეტარიანელს“, თუმცა მისი წევრები უარს აცხადებდნენ კვერცხის მიღებაზეც და 1951 წელს საზოგადოებამ გააფართოვა ვეგანობის განმარტება შემდეგ მნიშვნელობამდე: „დოქტრინა, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ცხოველების ექსპლუატაციის გარეშე“. ეს არის პატარა, მაგრამ მზარდი მოძრაობა. ვეგანური საკვები ხდება უფრო ხელმისაწვდომი სუპერმარკეტებსა და რესტორნებში ბევრ ქვეყანაში და ზოგი სპორტსმენი, რომელიც ჩართულია სპორტის ისეთ სახეობებში, სადაც მოითხოვენ განსაკუთრებულ გამძლეობას, მაგალითად რკინის ტრიათლონში და ულტრამარათონში, არიან ვეგანობის მიმდევრები, მათ შორის უმი ვეგანობის.



image

ვეგეტარიანელთა აზრით, მათი კვების სისტემა საშუალებას იძლევა ღრმა მოხუცებულობამდე სავსებით ჯანმრთელმა მიაღწიონ, მაგრამ არსებობენ ამ თეორიის მოწინააღმდეგენიც, რომელთა მოსაზრებები სამეცნიერო კვლევებს ემყარება. კიევის ჯანმრთელობის ცენტრის დაკვირვებებით, ვეგეტარიანელობის დაწყებიდან 5-7 წლის შემდეგ ადამიანს მნიშვნელოვნად უქვეითდება იმუნიტეტი. მათი აზრით, ჯანმრთელობის საფუძველი არა ვეგეტარიანელობა, არამედ ზომიერი და რაციონალური კვებაა. ცხოველური ცილები ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მოზრდილი ადამიანი თვითონ წყვეტს, რომელ "სისტემას" მისდიოს, მაგრამ ბავშვებისთვის ვეგეტარიანელობა დაუშვებელია - ხორცი და თევზი მათი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.


image


ცდება ისიც, ვისაც მიაჩნია, რომ ვეგეტარიანული ცხოვრების ნირი მატერიალურად დამზოგველია. სრულყოფილი არსებობისთვის მათ საკვებ რაციონში უხვად უნდა იყოს მარცვლეული, ნიგოზი, ქიშმიში, ჭერმისა და ლეღვის ჩირი, ახალი ხილი, ხოლო ეს ყველაფერი არცთუ ისე იაფია. კრიტიკას ვერ უძლებს აგრეთვე ვეგეტარიანელების ის მოსაზრებაც, რომ ადამიანი თავისი აგებულებითა და კვების სპექტრით ბალახისმჭამელია და ხორცზე მხოლოდ გამყინვარების პერიოდში გადავიდა. ეს მოსაზრება, თანამედროვე ანთროპოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.



დიეტოლოგები დიდხანს ამტკიცებდნენ, რომ ხორცისგან თავის შეკავება არა მარტო აჯანსაღებს ორგანიზმს, არამედ სექსუალურ პოტენციასაც ზრდის. ამერიკელი მეცნიერები დაეჭვდნენ, გამოიკვლიეს ვეგეტარიანელთა სქესობრივი ცხოვრება და დაასკვნეს, რომ ეს "ბატონები" სიყვარულში საკმაოდ დუნენი (დუნე ძველი ქართული სიტყვაა, იგივეა, რაც ნელი ან ერთ ადგილზე მდგომი) არიან - ერთი სული აქვთ, დაიძინონ. ექიმებს მიაჩნიათ, რომ მათი სისუსტის მიზეზი თუთიის უკმარისობაა. ამ ელემენტს შეიცავს ხორცი და კვერცხი, რომლებიც ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას.

image

ბრიუსელის უნივერსიტეტში ჩატარებული მეცნიერული კვლევების მიხედვით ვეგეტარიანელებს შესწევთ ძალა 3-ჯერ უფრო სწრაფად აღიდგინონ დახარჯული ენერგია, თუმცა ის პლუსები, რაც ვეგეტარიანელობას ახლავს თან, შეიძლება მინუსებად გადაიქცეს და უარყოფითი შედეგი გამოიღოს იმ შემთხვევაში, თუ ვეგეტარიანული კვება დაბალანსებული არ არის. მიუხედავად ვეგეტარიანელობის დადებითი მახასიათებლებისა, სწავლულები აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობა არის არა ვეგეტარიანული საკვების მიღება, არამედ ბალანსირებული კვება, რაც თავის მხრივ გულისხმობს ყველა სახის პროდუქტის მიღებას.


image

13
790
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
790
  
2020, 24 მაისი, 16:10
პირადად მე მდინარის თევზის გარდა სხვა ტიპის ხორცეულს ვერ ვღებულობ,ვერც დანარჩენი სახის ზღვის პროდუქტებს,ვერც კვერცხს,რძის ნაწარმსაც არ ვეტანები,მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემა არ მაქვს.იდეასი ვეგეტარიანელი ვარ მდინარის თევზი რომ არ ''მიშლიდეს'' ხელს :D ამას სპეციალურად არ ვაკეთებ ოღონდ,მიუღებლობა მაქვს თუ როგორ დავარქვა არ ვიცი.10წელზე მეტია ასე ვარ,მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობ ბოსტნეულის,წიწიბურის და პარკოსნების უზომო სიყვარულის დამსახურებით :)
2015, 9 სექტემბერი, 11:23
მწვადზე უარს ვერ ვიტყვი ვერაფრით, სულ რო ყველა ვეგეტარიანელი ერთად დამადგეს იარაღით რა ვქნა
2015, 8 სექტემბერი, 10:57
საინტერესოა მაკ :)
2015, 7 სექტემბერი, 18:40
ჩვენ არა ლალი, მაგრამ აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ხაში, საქონლის ხორცი, ენა, ცოცხალი რკინა და კალცია.
2015, 7 სექტემბერი, 10:20
რავი, მეეჭვება რამე გამომივიდეს:)
2015, 7 სექტემბერი, 10:13
პირველი 6 თვე არის რთული, ხოლო შემდეგ, საერთოდ აღარ მოგინდებათ ხორცი.
2015, 7 სექტემბერი, 9:28
2015, 7 სექტემბერი, 8:59
მე ხომ შენი უსიტყვოდაც მესმის :*
2015, 7 სექტემბერი, 8:56
გაიხარე
მეცინება ჩემს ნაწერზე როგორ არეულად ვწერ,დამტანჯა ტელეფონმა:):):):):)
2015, 7 სექტემბერი, 8:52
დიდად ვგიჟდები ხორცზეთქო ვერ გეტყვი, იშვიათად ვჭამ, თუმცა კოტლეტი და ხინკალი მიყვარს :) მადლობა ინ :*
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10