x
image
ნოდარი პეტრიაშვილი
ერნესტო ჩე გევარა

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა — საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა“, ან „ელ ჩე“ იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბისპარტიზანული ლიდერი. მისი სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებულიკონტრკულტურული სიმბოლო და სახალხო კულტურის გლობალური ნიშანი. imageროგორც სამედიცინო ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, გევარა მთელს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობდა და იგი სწრაფად გარდაქმნა იმ სიღარიბემ და გაუცხოვებამ, რასაც ის ამ მოგზაურობისას აწყდებოდა. მოგზაურობებისას მიღებულმა გამოცდილებამ და დაკვირვებებმა მას გამოატანინა დასკვნა, რომ რეგიონში ფესვგადგმული ეკონომიკური უთანასწორობა კაპიტალიზმის, მონოპოლიზმის, ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ნიშანდობლივი შედეგი იყო, რისი ერთადერთი წამალიც მსოფლიო რევოლუცია იყო. მისმა ღრმა რწმენამ ბიძგი მისცა მის ჩართულობასგვატემალის რეფორმებში პრეზიდენტ ხაკობო არბენსის მეთაურობით, რომლის დამხობის შემდეგაც, რაც სავარაუდოდაშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიეწერება, ჩე გევარას პოლიტიკური იდეოლოგია უფრო გამტკიცდა. მოგვიანებით, როდესაც მეხიკოში ცხოვრობდა, ის რაულ და ფიდელ კასტროებს შეხვდა, შეუერთდა 26 ივლისის მოძრაობას და მათთან ერთად კუბისაკენ გასცურა იახტა გრანმათი. მათი მიზანი დიქტატორ ფულხენსიო ბატისტასრეჟიმის დამხობა იყო, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებდა. გევარა სულ მალე დაწინაურდა ამბოხებულებს შორის, იგი მეორე იყო სარდლობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა ორწლიან პარტიზანულ ომში, რომელმაც საბოლოოდ ბატისტას რეჟიმი დაამხო.
კუბის რევოლუციის შემდეგ, გევარამ ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსტზე იმუშავა. მათ შორის იყო მსროლელი რაზმების მეთაური მათ წინააღმდეგ, ვინც სამხედრო ტრიბუნალმა ომის დამნაშავედ სცნო; მრეწველობის მინისტრის პოსტზე მან აგრარული რეფორმა დაიწყო, ეხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ სახალხო კამპანიას, ასევე მუშაობდა კუბის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და კუბის შეიარაღებული ძალების სასწავლო დირექტორად, ამავე დროს, კუბური სოციალიზმის სახელით მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა, როგორც დიპლომატი. ასეთი პოზიცია გევარას საშუალებას აძლევდა ეთამაშა ცენტრალური ფიგურის როლი მილიციური ძალების წვრთნაში, რომელმაც ჩაატარა ღორების ყურის ოპერაცია და შემოიტანა საბჭოთა ბირთვული ბალისტიკური ქობინები კუბაში, რამაც გაამწვავა 1962 წლის კარიბის კრიზისი. ამასთან ერთად, გევარა ნაყოფიერი მწერალი და დღიურების ავტორი იყო, შექმნა ხელნაწერი პარტიზანულ ომზე, ამავე დროს ის ავტორია ბესტსელერი მემუარული ნაწარმოებისა ახალგაზრდობაში სამხრეთ ამერიკის გასწვრივ მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ. 1965 წელს ჩე კუბას ტოვებს და უცხოეთში მიემგზავრება რევოლუციურ გარდაქმნებში დახმარების მიზნით; პირველად წარუმატებელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და შემდეგ ბოლივიაში, სადაც ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მოკავშირე ბოლივიურმა ძალებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.image

გევარა დღემდე ზოგისთვის სათაყვანებელ, ზოგისთვის კი სალანძღავ ისტორიულ ფიგურად რჩება, პოლარიზებულია მრავალ კოლექტიურ წარმოსახვაში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ბიოგრაფიებში, მემუარებში, ესეებში, დოკუმენტურ ფილმებში, სიმღერებსა თუ მხატვრულ ფილმებში. იმის გამო, რომ ის აღიქმება როგორც მოწამე, პოეტური შთაგონებები კლასობრივი ბრძოლისადმი და გატაცებები „ახალი ადამიანის“ შესაქმნელად უფრო მორალს ეყრდნობა, ვიდრე მატერიალურ მოტივებს. ჩე გევარა შთაგონების ხატად და წყაროდ იქცა მრავალი მემარცხენე მიმართულების მოძრაობისათვის. ჟურნალმა „ტაიმმა“ ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ალბერტო კორდას მიერ გადაღებული მისი ფოტო გერილიერო ეროიკო (Guerrillero Heroico) კი აღიარებულია „მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფოტოდ

0
285
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0