x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
ხეკის ფუმფულა კოტლეტები
ხეკის ფუმფულა კოტლეტები



ინგრედიენტები:

ხეკის ფილე - 400 გრ.

კარაქი - 100 გრ.

კვერცხი - 1 ც.


თეთრი პური - 150 გრ.

ხახვი - 1 დიდი ან 2 პატარა

რძე - 50-70მლ.

ოხრახუში და ქინძი - თითო კონა

მარილი და შავი დაფქული პილპილი - გემოვნებით

საფანელი

ზეთი


მომზადება:


1. თევზს მოაცილეთ ტყავი და ძვალი > წვრილად დაჭერით მწვანილი > ხახვი დაჭერით და მოთუშეთ ზეთში.

2. თევზის ფილე, პური და ხახვი (შეგრილებული) გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.

3. ფარშს დაამატეთ კვერცხი, რძე, მწვანილი და დარბილებული კარაქი > კარგად აურიეთ ყველაფერი > შეანელეთ მარილით და პილპილით.

4. თუ ფარში თხელი გამოვა, დაამატეთ საფანელი > დაყავით გუნდებად, მიეცით კოტლეტის ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში.



0
310
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0