სხვა პროდუქტების საბეჭდი 3D პრინტერი 2015, 4 სექტემბერი, 19:13 1967 წელს პირველად გამოიგონეს ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკა რომელიც საკვების გაცხელების საშუალებას იძლეოდა და ეს იყო ძალიან დიდი აღმოჩენა. მან უცებ შეძლო სახელის განთქმა და დღევანდელ ბაზარზეც უდიდესი ადგილი უჭირავს. 48 წლის შემდეგ ახალ ერაში შევდივართ, დღეს დღეისობით გამოგონების პროცესშია ისეთი პრინტერი რომელიც საკვებს დაბეჭდავს 3D ეფექტში, არ ვიცი რა იქნება შემდეგ წლებში, ეხლა ვნახოთ რა შეუძლია ამ პრინტერს დღესდღეისობით. პიცა პიცის მოლოდინში თქვენ შეიძლება ნახევარი საათი გაატაროთ პიცერიაში, ამ პრინტერით კი პიცა რამოდენიმე წუთში მზად იქნება. როგორც ამ პრინტერის მწარმოებელი ირწმუნება თქვენ შეგეძლებად თავად განსაზღვროთ ცომის სისქე. აგრეთვე მოყვება კაფსულები სადაც დანარჩენი ინგრედიენტები მოთავსდება და რაც მთავარია ამბობენ რომ ასეთი საკვები გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. სიმინდის ჩიპები სიმინდის ჩიპების მომზადება დღეს უკვე შეიძლება Cornell Creative Machines Lab ფირმის მიერ გამოშვებული პრინტერების წყალობით. რომლებმაც 2014 წელს იქნე გამოშვებული. ამ პრინტერს აგრეთვე შეუძლია დაამზადოს ჰამბურგერები, აირჩიოთ რამდნი ფენა გჭირდებათ. საქორწინო ტორტის ფიგურები უკვე ეხლა თქვენ შეგიძლიათ თქვენივე სურათების ასლი ასეთ პრინტერზე დაბეჭდოთ და გემრიელად მიირთვათ. ვინ წარმოიდგენდა რომ კომპანია Hershey Company გამოიგონებდა 3D პრინტერს რომელიც შოკოლადებს დაბეჭდავდა . პრინტერი გთავაზობთ როგორც თავის ფიგურებს აგრეთვე თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ფანტაზიით შექმნათ ნებისმიერი ფიგურა. ხილი თუკი თქვენ ესა თუ ის ხილი მოგენატრებათ ნებისმიერ სეზონზე, შეგიძლიათ ის მიირთვათ Spherification მიერ გამოგონებულ პრინტერზე დაბეჭდოთ. როგორ? მალინის წვენი ჩაასხათ დაამატოთ ინგრედიენტები რომელიც რეცეპტში იქნება მოცემული და დაელოდოთ თქვენს საყვარელ ხილს. ჰამბურგერი როგორც წეღან ავღნიშნეთ, უკვე გამოიგონეს ისეთი პრინტერი რომელიც ჰამბურგერებს რამოდენიმე წუთში გაგიკეთებთ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტებით. 142 7-ს მოსწონს
|