შოუბიზნესი რატომ საყვედურობენ თიკა ფაცაციას 2012, 24 მაისი, 21:15
თიკა ცხოვრებაშიც ისეთივე ემოციურია როგორც ნიჭიერში, ის ხშირად ტირის ფილმების ყურების დროს, ძალიან მალე უჩუყდება ხოლმე გული. თიკას თქმით ნიჭიერი ყველაზე მაგარი შოუა ქართულ ტელესივრცეში, ეს ის შოუა რომლითაც ხალხი ცხოვრობს და როდის მოვა ორშაბათი ერთი სული აქვთო. თიკა ფაცაცია 17 წლის ასაკში გათხოვდა თავისზე 20 წლით უფროს მამაკაცზე, რომელიც ძალიან უყვარს. როგორც თავად ამბობს ის თავიდან უფრო გრძნობდა ასაკობრივ სხვაობს, ეხლა თითქოს დაეწია თავის მეუღლეს ასაკით. უკვე 13 წელია კარგი და ტკბილი ოჯახი აქვთ ცხოვრობენ ისე, როგორც ჩვეულებრივი წყვილი ხან კამათობენ ხან არა. ამ ბოლო დროს ისეთი დატვირთული რეჟიმი აქვს ცოტა არ იყოს მეუღლე გაუბრაზდა კიდეც, რადგან აქამდე ბავშვებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ქმრის აზრით. როგორც თიკა ამბობს ის თავს უვლის ისე, როგორც ბევრი ქალი, ზოგჯერ დადის სალონებში და ზოგჯერ სახლის პირობებშიც ახერხებს კარგ ფორმაში ყოფნას. 296 2-ს მოსწონს 1-ს არა
|